სოფელ დვანში რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა
სოფელ დვანის თავზე რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სოფელ დვანიდან იუწყება, ვერტმფრენი რამდენი წუთის წინ გამოჩნდა , შემდეგ კი ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, საჰაერო სივრცეში გაუჩინარდა.
ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ დვანის განაპირას, რუსი სამხედროები დღეს არ გამოჩენილან. ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა, სადემარკაციო ზოლთან უკვე მიტანილია საფორტიფიკაციო ნაგებობებისთვის საჭირო მასალები. სოფელში არსებულ ვითარებას კი, რუსი ფორმიანები, გორაკზე დისლოცირებული საგუშაგოდან ადევნებენ თვალს.
http://www.interpressnews.ge/ge/konfliqteb...-gamochnda.htmlთქვე :ტურაშვილი: მოძრაობა გააკეთეთ იობანივროტ!
თუ პარასკევი საღამოა და აღარ მუშაობ(თ)ს?