ქუთაისში 87 წლის მამაკაცი შიმშილით გარდაიცვალა
14:59 27.09.2013
როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ "პირWელის" ადგილობრივ კორესპონდენტს განუცხადა, მოხუცმა დახმარების თხოვნით ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართა.
მისივე თქმით, გარდაცვლილმა მოხუცმა ვილჰემ დოლაბერიძემ მატერიალური დახმარება ქუთაისის მერიისგან ორჯერ მიიღო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
"გუშინ მოვიკითხე ამ ადამიანის ამბავი და შევიტყვე, რომ თურმე შიმშილით გარდაიცვალა, ექიმების დიაგნოზში წერია, რომ მას ვიტამინების ნაკლებობა აღენიშნებოდა. მესამედაც რომ დავხმარებოდით, იქნებ მისი სიცოცხლე გადაგვერჩინა", - განაცხადა ლომიძემ და დასძინა, რომ საჭიროა, მერიის სარეზერვო ფონდი მსგავს ადამიანებს სისტემატიურად დაეხმაროს.
გარდაცვლილი მოხუცი სოციალურად დაუცველი იყო და ის აღმაშენებლის ქუჩაზე შვილთან ერთად ცხოვრობდა.
http://www.pirweli.com.ge/?menuid=15&id=43191