საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას არ დაუშვებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი აბსურდულს უწოდებს.
როგორც "ეხო კავკაზას" ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის კომიტეტის წევრმა დიმიტრი ვანეევმა განუცხადა, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ამ ეტაპზე სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის, მზად არ არის. ვანეევი განმარტავს, რომ რეგიონში ჯერ ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტიც კი არ შექმნილა.
"საქართველო ის სუბიექტი არ არის, რომელსაც ჩვენთვის ოლიმპიადაზე მონაწილეობის აკრძალვა ან ნებართვა შეუძლია. სწორედ ამისთვის არსებობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი," - განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძიუდოს ნაკრების მწვრთნელმა, ბორის გუდიევმა.
http://news.ge/ge/mobile/story/65168-samkh...is-mzad-ar-aris