– წელს სტალინის მონუმენტი ისევ დაიდგა გორში?
– როდესაც განგიცხადეთ, რომ წინა მთავრობა ძლიერ „პიარტექნოლოგიებს“ იყენებდა, მინდა დავაზუსტო, რომ ისინი „პიარს“ კვლავაც აქტიურად იყენებენ. და ესაა სწორედ ამ ყველაფრის მიზეზი, არანაირი სტალინის მონუმენტის აღმართვა არ ხდება გორში, ეს ტყუილია.
– არის ინფორმაცია, რომ მის დაბადების დღეზე მოხდება მონუმენტის აღმართვა.
– ეს არ შეესაბამება სიმართლეს და არ მოხდება. საქართველოს მთავრობა ამას არ გააკეთებს, ეს სასაცილოა.
– თუ ამას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გადაწყვეტენ?
– ისინი ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, რადგან ამ ყველაფერს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობა სჭირდება. ეს მცდარი ინფორმაციაა, რითაც ისინი დასავლურ პრესას ასაზრდოებენ. ეს ისეთი არასერიოზული საკითხია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა სერიოზულად. მე რომ განვაცხადო, რომ აქ აღმოვაჩინე სტალინის ძეგლი, დამიჯერებთ?!
– მე ნანახი მაქვს სტალინის მუზეუმი გორში, სადაც არ შეიმჩნევა კრიტიკული განწყობა მისი პიროვნების მიმართ.
– მუზეუმი არსებობს, რომელიც დიდი ხნის წინ აშენდა საბჭოთა პერიოდში. იმედია, სააკაშვილის მთავრობა ჩვენს მთავრობას არ დააბრალებს ამ მუზეუმის აშენებას. არ დაუჯეროთ მსგავს ინფორმაციებს. ასეთი სახის ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს.
http://police.ge/ge/shs-ministris-irakli-g...eviziastan/5583