Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(4)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ბასიანის ბრძოლა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Viator
Member
ჯგუფი: Registered
Viator
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 132185
რეგისტრ.: 7-June 11
#29938269
· 27 Feb 2012, 22:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბასიანის ბრძოლა 1203, საქართველოს სამეფო ლაშქრის ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბასიანში (ახლა თურქეთის ტერიტორია), ქ. არზრუმიდან ჩრდილოეთ აღმოსავლეთით დაახლოებით 60 კმ-ზე შამქორის ბრძოლაში 1195 აღმოსავლეთ თურქ-სელჩუკთა კოალიციაზე გამარჯვების შემდეგ საქართველო წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდა წინა აზიაში. იგი ესრწაფებოდა საზღვრების გაფართოებას და სელჩუკთა საბოლოო უკუგდებას. რუმის სულთანმა რუქნადინმა მიზნად დაისახა შავიზღვისპირეთის ხელში ჩაგდება და აღმოსავლეთში გაბატონება. მან ერზინკის, აბულისტანის, ბორიტის, არზრუმისა და შამის (სირია) მფლობელებთან ერთად დაახლოებით 400 ათ. ჯარით საქართველოზე გამოილაშქრა. ბოლისტეკს (ჰასანყალა) მოსულმა რუქნადინმა თამარ მეფეს მოციქულის პირით დამორჩილება მოსთხოვა. დროის მოგების მიზნით ქართველებმა სულთნის მოციქულს პასუხი დაუყოვნეს, სასწრაფოდ ჯავახეთში ლაშქარი შეჰყარეს (დაახლოებით 90 ათასი კაცი). დავით სოსლანის რჩევით, გადაწყვიტეს მტერს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს.
სულთნის ლაშქარს ბასიანში ბუნებრივი სიმაგრეებით დაცული პოზიცია ეკავა, ამიტომ ქართველებმა ხერხი იხმარეს: ღამით ჩუმად მტრის ბანაკს მიადგნენ და ჯარები საბრძოლველად დააწტვეს. მარჯვენა ფრთაზე "აფხაზნი და იმერელნი" იდგნენ, მარცხენაზე - "ამერელნი და ჰერნ-კახნი", ცენტში - 30-40 ათასიანი რაზმი შალვა და ივანე ახალციხელებისა და "სხვათა თორელთა". წინამებრძოლთა რაზმს სათავეში ედგა ზაქარია მხარგრძელი. ბრძოლის საერთო მეთაური იყო დავით სოსლანი.
ქართველებმა იერიშის წინ მტრის მოციქული გაათავისუფლეს და სანამ იგი რუქნადინთან დაბრუნდებოდა, ქართველთა მეწინავენი განთიადისას მტრის ბანაკში შეიჭრნენ. მოულოდნელმა თავდასხმამ სელჩუკთა ლაშქარში არეულობა გამოიწვია. რუქნადინდა შეძლო უკუქცეულთა შეჩერება, საბრძოლველად დაწყობა და შეტევაზე გადასვლა. ხელჩართულ ბრძოლაში ორივე მხარეს დიდი ზარალი მოსდიოდა. მთიანი ოღროჩოღრო ბრძოლის ველი ცხენოსანთა მოქმედებას ზღუდავდა, ამიტომ ქართველები ჩამოქვეითდნენ და ისე იგერიებდნენ იერიშებს. მტერმა ბრძოლაში ახალი ძალები ჩააბა. ქართველთა მეწინავეებმა მათი შეკავება ვეღარ შეძლეს. რუქნადინს ბრძოლა მოგებული ეგონა, მაგრამ ქართველებმა ჩასაფრებული მთავარი ძალები აამოქმედეს. ჯერ დავით სოსლანმა მარცხენა მხრიდან შეუტია, როცა რუქნადინმა თავისი ძალები მის წინააღმდეგ გადაისროლა, მარჯვენა ფრთიდან ამერთა და ჰერეთ-კახეთის რაზმები გადავიდნენ შეტევაზე. თურქებმა ვერ გაუძლეს ორმხრივ იერიშს და "ზარგახდილნი" (თავზარდაცემულნი) უკუიქცნენ.
ქართველებმა მტერს დაღამებამდე სდიეს, ხელთ იგდეს დიდი ალაფი, სულთნის დროშა და უამრავი ტყვე. დაჭრილი რუქნადინი ბრძოლის ველიდან არზრუმს გაიქცა. ბასიანის ბრძოლამ კიდევ უფრო გაამტკიცა საქართველოს ჰეგემონობა ახლო აღმოსავლეთში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2345
წევრი No.: 267536
რეგისტრ.: 14-August 22
#60665582
· 30 Aug 2023, 14:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უცნობი სირიული ქრონიკა ბასიანის ბრძოლის შესახებ:
„1513 წელს (სირიული წელთაღრიცხვით, ანუ 1202 წ) რუქნ ალ ადინი, ყილიჩ
არსლანის ძე იქნა ძლეული იბერთაგან. არზრუმისა და მისი შემოგარენის აღების შემდეგ. ჰანაზიტის ქვეყნისა და ჰისნ
ზიადის დამორჩილების შემდეგ. ამგვარად, იგი დაბანაკდა მთელ მის ჯართან ერთად სომხეთში. იბერები მოვიდნენ და დასცეს ის დიდი დაცემით. იბერებმა მოიალაფეს უზარმაზარი ნადავლი. ოცი ათასამდე მისი ჯარისკაცი დახოცეს და ბევრი დაატყვევეს და მისი ძმაც დატყვევებულ იქნა".
წყარო: ბექა ჭიჭინაძე
საკმაოდ ზუსტი ინფორმაცია ჩანს, ალბათ
რუქნ ად-დინს მაქსიმუმ 25-30 ათასი მეომარი ეყოლებოდა. ასევე:
1. არანაირი მთელი სამუსლიმანო არ იყო გაერთიანებული საქართველოს წინააღმდეგ (გოჩა ჯაფარიძემ მის ერთ წიგნში აღწერა ყველა ის ძალა, რომელიც რუმს ეხმარებოდა და შეგიძლიათ ნახოთ).
2. ამას დავამატოთ ისიც, რომ ამ ბრძოლიდან რამდენიმე წლის შემდეგ რუმი ერთი მუჭა მეომრით ებრძოდა მონღოლებს.
P. S. ძველად იგივე დავწერე სადღაც და ლამის ჩამქოლეს :lol:. მე თვითონ ნაციონალისტი ვარ და არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ეს ქვეყანა და მისი ისტორია და კულტურა, უბრალოდ ზღაპრების არ უნდა გვჯეროდეს :).
This post has been edited by
Aleksandre166
on 30 Aug 2023, 15:14
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Homo_Georgicus
Crazy Member
ჯგუფი: Members
Homo_Georgicus
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4089
წევრი No.: 165702
რეგისტრ.: 18-April 13
#60665742
· 30 Aug 2023, 16:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
400 ათ. ჯარით საქართველოზე გამოილაშქრა
:facepalm:
ვინმეს, ვინც ამ აბსურდულ რიცხვს წერს ხოლმე, ერთხელ მაინც როგორ არ მოუვიდა თავში აზრად, რომ გადაეხედა იკონიის სასულთნოს რა ძალები გაყავდა სხვა ომებში?
ძლიერების ზენიტში, რუმს არ შეეძლო 30-40 ათას კაცზე მეტის გაყვანა საველე არმიაში. ბასიანის ბრძოლაში ძალები დაახლოებით თანაბარი იქნებოდა, რადგან საქართველოს მაქსიმუმიც ეგ იყო, 30-40 ათასი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18193
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#60666331
· 30 Aug 2023, 19:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოიცა ვის უწერია რომ ბასიანში მთელ სამუსლიმანოს დაუპირისპირდა საქართველო?
რუმი პატარა ძალა გგონიათ?
ეგ 400 000 დიდგორზეა, სადაც მართლა დიდი კოალიცია იყო შეყრილი და ეგ ციფრი 400 000 წყაროებშია მოყვანილი და თუ ვინმე იმეორებს ეს მხოლოდ წყაროების უკრიტიკო მიღებას უნდა დავაბრალოთ.
სამხედრო ძალის რაოდენობა დამოკიდებული იყო სოციალურ წყობასთან, მაგ. ჭარ ბელაქანს იმავე რაოდენობის ჯარის გამოყვანა შეეძლო რაც ქართლ კახეთს და აფხაზეთი სამეგრელოზე ბევრად ძლიერი იყო, რადგან სამხედრო დემოკრატიის დროს ყველა მამაკაცი მეომარი იყო.
როგორ დაიპყრეს ერთმა მუჭა მონღოლებმა მთელი ევრაზია?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2345
წევრი No.: 267536
რეგისტრ.: 14-August 22
#60666353
· 30 Aug 2023, 19:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რუმი პატარა ძალა გგონიათ?
არა, მაგრამ ეგ ვებერთელა რიცხვები სისულელეა.
* * *
QUOTE
(Homo_Georgicus @ 30 Aug 2023, 16:02 )
QUOTE
400 ათ. ჯარით საქართველოზე გამოილაშქრა
:facepalm:
ვინმეს, ვინც ამ აბსურდულ რიცხვს წერს ხოლმე, ერთხელ მაინც როგორ არ მოუვიდა თავში აზრად, რომ გადაეხედა იკონიის სასულთნოს რა ძალები გაყავდა სხვა ომებში?
ძლიერების ზენიტში, რუმს არ შეეძლო 30-40 ათას კაცზე მეტის გაყვანა საველე არმიაში. ბასიანის ბრძოლაში ძალები დაახლოებით თანაბარი იქნებოდა, რადგან საქართველოს მაქსიმუმიც ეგ იყო, 30-40 ათასი.
გარნისის ბრძოლაზე არაფერს ვამბობ, თურმე მონღოლთაგან დევნილ ჯალალედინს 150 000 მეომარი ჰყავდა და მეტრეველის აზრით, საქართველოს 70 000 კაცის გამოყვანა შეეძლო. :help: :help:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7042
წევრი No.: 267674
რეგისტრ.: 30-August 22
#60666388
· 30 Aug 2023, 19:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
400000 კაცი ბევრ ქვეყანაში საერთოდ არ ცხოვრობდა იმ დროს.
მართლა რომ სჯერა ხალხს ამ ზღაპრების.
დიდგორზე მაქსიმუმ 70000 ყოლოდათ სელჩუკებს
მანდ, ალბათ ასე 45000 კაცი ეყოლებოდათ
This post has been edited by
J.R.R.Tolkien
on 30 Aug 2023, 19:54
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2345
წევრი No.: 267536
რეგისტრ.: 14-August 22
#60666404
· 30 Aug 2023, 19:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მართლა რომ სჯერა ხალხს ამ ზღაპრების
კი მაგრამ მარტო ჩვენთან არ სჯერათ ზღაპრების, მაგალითად, თურქებს დღესაც სჯერათ, რომ მანასკერტის ბრძოლაში 50 000-მა თურქმა დაამარცხა 200 000 ბიზანტიელი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18193
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#60666444
· 30 Aug 2023, 20:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Aleksandre166
გოტიეს 400 000 უწერია დიდგორში, სადღაც მაგდენი უწერია სომეხ მემატიანესაც, ჰოდა მე რიგითი მკითხველი რა ვალდებული ვარ ვაანალიზო რაოდენობა, ან რაში უნდა მაინტერესებდეს 40 000 იყო, თუ 400 000? ნუ ქართველებზე მეტი ხომ იყო? თან ბევრად.
შენ არ გესმის მომთაბარეთა სამხედრო ორგანიზაცია, ზვავი გინახავს? სანამ მთიდან ეშვება ძლიერდება, ტყეში რომ შედის სუსტდება, ეგრე იყო, ხორასნიდან რომ 2000 კაცი გამოვიდოდა, საქართველოს 20000 მოადგებოდა ხოლმე, გზადაგზა ყველა მომთაბარე მათ უერთდებოდათ.
საქართველოს რომ მონღოლთა ლაშქარი მოადგა, მათი დიდი ნაწილი თურქმენების და ქურთებისგან შედგებოდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
big_V
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
big_V
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19645
წევრი No.: 37832
რეგისტრ.: 7-July 07
#60666696
· 30 Aug 2023, 21:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
QUOTE
შენ არ გესმის მომთაბარეთა სამხედრო ორგანიზაცია, ზვავი გინახავს? სანამ მთიდან ეშვება ძლიერდება, ტყეში რომ შედის სუსტდება, ეგრე იყო, ხორასნიდან რომ 2000 კაცი გამოვიდოდა, საქართველოს 20000 მოადგებოდა ხოლმე, გზადაგზა ყველა მომთაბარე მათ უერთდებოდათ.
20,000 უფრო რეალურია, ვიდრე 400,000, ანდა 560,000, 600,000 ანდა 700,000
იმ 400,000-სს კვება უნდოდა, რამდენი ურემი იქნებოდა ჯერ მარტო მაგისთვის ანდა შინაური ცხოველი დასახოცად წამოყვანილი? რა მოდიოდნენ და გზადაგზა იღებდნენ საჭმელს? მაშინ ხო გაწყვიტავდნენ ყველაფერს, არც ეგ ეყოფოდათ.
მერე ეგრე ხო არაა, აღჭურვილობით ევლოთ? მაგათაც ურმები უნდა, ანუ ზედ რომ დაელაგებინათ, ცხენები ხარები.
მერე არმიას უკან ქალები და ბავშვები მოსდევთ, ანდა ბოზები. მთლიან ჯარს შეიძლება არ მოყავდა მთელი ოჯახი, მარა ეგენიც მოდიოდნენ.
არ მახსოვს რომელი ბრძოლა იყო, ბიზანტიას ქონდა არაბებთან, არაბები უკან გააქციეს ბანაკებისკენ და არაბები მარცხდებოდნენ.
ბანაკებთან რო მივიდნენ, უკნიდან ქალები ანუგეშებდნენ და რეალურად იმათ მოაგებინეს ეგ ომი.
ასე თუ ისე რა, 400,000 ან მეტი რო ყოფილიყო კააი დიდზე იქნებოდნენ გადაჭედილნი და მთლიან დიდგორის ველს დაიკავებდნენ...
სადღაც წავიკთხე, სამჯერ მეტნი იყვნენ ქართველებზეო და მაქედან მოაქვთ მაგხელა ციფრები.
მარა:
1. სხვადასხვა წყაროს მიხედვით კოალიციური ლაშქრის რაოდენობა შეიძლება სულ მცირე 30 ათასი ყოფილიყო, ან - ნახევარ მილიონზე მეტიც. ამ ორ რიცხვს შორის იმდენად დიდი სხვაობაა, რომ რეალური რაოდენობის დადგენა შეუძლებელი ხდება, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები, რელიეფისა და შუა საუკუნეების ლოჯისტიკის გათვალისწინებით, 30-70 ათასზე საუბრობენ. (დეტალურად იხ. კოალიციური ჯარის რაოდენობა.)[1]
2. ანტიოქიის სამთავროს კანცლერი გოტიეს მიხედვით 600 ათასი.
3. არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ასირის ნაკლული ტექსტის მიხედვით 30 ან 300 ათასი.
4. სომეხი ისტორიკოსის სმბატ სპარაპეტის მიხედვით 150 ათასი.
5. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით 300 ათასი
6. მიხეილ ბახტაძის ვარაუდით 70-75 ათასი
7. მათე ურჰაელის მიხედვით - 560 ათასი
თან აღსანიშნავია, რომ დავითის ისტორიკოსს არ უწერია რამდენი იყვნენ:
"დავითის ისტორიკოსი არაფერს ამბობს არც მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქრისა და არც საქართველოს ჯარის რაოდენობის შესახებ, მაგრამ მისი ცნობიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოს წინააღმდეგ დიდძალი ლაშქარი დაძრულა; მისი სიტყვით, მტრის ლაშქარი „სიმრავლითა, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელთა ვერ იტევდა ქუეყანაჲ“. მაჰმადიანთა „დიდი ლაშქრის თავმოყრის“ შესახებ წერს აგრეთვე ალ-ფარიკიც, თუმცა არც იგი მიუთითებს მის რაოდენობაზე."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7042
წევრი No.: 267674
რეგისტრ.: 30-August 22
#60666814
· 30 Aug 2023, 22:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(big_V @ 30 Aug 2023, 21:48 )

ჩვენზე ბევრი იქნებოდენ, თუმცა 400000 არის ზღაპრი
კიდე იმის რომ სჯერა ჩვენთან ხალხს დიდგორის ბრძოლა შედის ტოპ 5 ბრძოლას შორის რაც კი გამართულა კაცობრიობის ისტორიაში
ასეთი სიულელეების რომ სჯერა ხალხს
რექსერას როგორ ვუთხრათ სომხებზე რამე :fig:
თუმცა მადლობა სომხებს
ნამეტარი იჭრებიან ისინიც ფანტაზიებში და მარტო არ გვტოვებენ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
big_V
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
big_V
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19645
წევრი No.: 37832
რეგისტრ.: 7-July 07
#60666841
· 30 Aug 2023, 22:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
J.R.R.Tolkien
QUOTE
ჩვენზე ბევრი იქნებოდენ, თუმცა 400000 არის ზღაპრი
კიდე იმის რომ სჯერა ჩვენთან ხალხს დიდგორის ბრძოლა შედის ტოპ 5 ბრძოლას შორის რაც კი გამართულა კაცობრიობის ისტორიაში
ასეთი სიულელეების რომ სჯერა ხალხს
რექსერას როგორ ვუთხრათ სომხებზე რამე
თუმცა მადლობა სომხებს
ნამეტარი იჭრებიან ისინიც ფანტაზიებში და მარტო არ გვტოვებენ
რავი, ჩემი აზრით ლოჯისტიკური ჯოჯოხეთი იქნებოდა, მაგხელა ჯარის ორგანიზება, კვება და ა.შ.
This post has been edited by
big_V
on 30 Aug 2023, 22:53
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18193
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#60666991
· 30 Aug 2023, 23:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თქვენ არ გესმით როგორ იქმნება შრომები ისტორიის შესახებ, თუ შრომა მონოგრაფიულად არ ეხება დიდგორს, შენ უბრალოდ მოგყავს წყაროების მონაცემები ჯარის რაოდენობის შესახებ, ანუ რეალური რაოდენობა ჯარის არის დიდგორის ბრძოლის შესახებ ცალკე მონოგრაფიის საქმე.
რაც შეეხება ლაშქარის ორგანიზებას
20 000 ცხენოსანი ჯარი, რიგში რომ 4 ცხენი დავაყენოთ 12.500 მეტრზე გადაიჭიმება.
ცხენს ჭირდება კვება, ადამიანი შეიძლება პატრიოტიზმით დააბრმავო და კვირა აშიმშილო, ცხენისთვის პატრიოტიზმი უცხოა, დღეში უნდა მიიღოს 5კგ ქერი და 5კგ თივა, საომარი ცხენი, ანუ ცხენი რომელსაც ტარანული შეტევა შეეძლო S კლასის მერსედესის ფასი ღირდა და ძალასთან ერთად ძაან ნაზი ცხოველია და შიმშილის შემთხვევაში უბრალოდ დაეცემა.
ესეიგი 20 000 ცხენი, ამათი საკვები ურემზე რომ დავდოთ თითო ურემზე 500კგ გამოდის დღეში 500 (!) ურემი მარტო ცხენის საკვები.
ადგილზე ფურაჟის მოპოვებას რაც შეეხება, მტერი ზუსტად მაგას ელოდება რომ ჯარს თავწვრილად დაფანტავ პროვიანტის მოსაპოვებლად და ის თავზე წაგადგება და გაგანადგურებს, გარდა მაგუსა ეს ფეოდალური ლაშქარია, ნადავლის მოპოვების შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია ისინი ნადავლით სახლში გაბრუნდენ.
ცალკე საკითხი ისაა, რომ როგორც კი შენ გლეხების ექსპროპრიაციას დაიწყებ, ისინი ცხადია წინააღმდეგობას გაგიწევებ, ანუ დაიწყებენ ოარტიზანულ ბრძოლას, ხოლო არც ერთ ჯარს არ გააჩნია რესურსი ყველა სოფელში გარნიზონი ჩააყენოს.
მოკლედ 20 000 ცხენოსნის გამოყვანა დაჟე დიდი იმპერიებისთვის დიდი პრობლემა იყო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16
#60671857
· 1 Sep 2023, 19:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
აჭარბებ. ფეოდალურ ლაშქარში ცხენოსნების წილი იყო 10%. მომთაბარეების შემთხვევაში მთლიანად მსუბუქი ცხენოსნები. მაგალითად მონღოლებს არ მგონია ურმებით ეტარებინათ ცხენებისთვის ქერი. როცა დაბანაკდებოდნენ, ალბათ აირჩევდნენ ისეთ ადგილს, სადაც საძოვარია
This post has been edited by
mtiuli...
on 1 Sep 2023, 19:30
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7042
წევრი No.: 267674
რეგისტრ.: 30-August 22
#60672053
· 1 Sep 2023, 20:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(big_V @ 30 Aug 2023, 22:44 )
J.R.R.Tolkien
QUOTE
ჩვენზე ბევრი იქნებოდენ, თუმცა 400000 არის ზღაპრი
კიდე იმის რომ სჯერა ჩვენთან ხალხს დიდგორის ბრძოლა შედის ტოპ 5 ბრძოლას შორის რაც კი გამართულა კაცობრიობის ისტორიაში
ასეთი სიულელეების რომ სჯერა ხალხს
რექსერას როგორ ვუთხრათ სომხებზე რამე
თუმცა მადლობა სომხებს
ნამეტარი იჭრებიან ისინიც ფანტაზიებში და მარტო არ გვტოვებენ
რავი, ჩემი აზრით ლოჯისტიკური ჯოჯოხეთი იქნებოდა, მაგხელა ჯარის ორგანიზება, კვება და ა.შ.
დღესაც, ვერ შეძლებ მაგხელა ჯარის შენახვას და მერე ბრძოლის ველზე იმ დროს, როგორ უნდა გაეშალათ ამხელა ჯარი :lol:
თან ტიპებმა ჯვაროსნების წინააღმდეგ ვერ გამოიყვანეს მაგის ნახევარი, ანუ მთავარი ბრძოლა როცა ჰქონდათ და ჩვენზე გადაირიენ მანდამაინც :lol:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3684
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
#60672335
· 1 Sep 2023, 22:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თქვე კაი ხალხო, ქართული ოცნება თავისუფლების მოედანზე ატევს 200000 კაცს და ილღაზს რატომ არ ეყოლებოდა 100000 მეომარი?
„ქართული ოცნების“ 27 მაისის აქციაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეების რაოდენობის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გუშინ თავისუფლების მოედანზე 200 ათასამდე კაცი იყო მისული. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა 40 ათასს არ აღემატებოდა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალური პროგრამა „Google map“-ით დათვალა აქციის მონაწილეთა ოდენობა და 110 ათასი მიიღო."
მუსლიმი ისტორიკოსები ასახელებდნენ 30-40 ათასს, რომ დაეკნინებინათ ქართველთა გამარჯვება, ქრისტიანი ისტორიკოსები აზვიადებდნენ ქრისტიანი ქართველების სასარგებლოდ და 200-400 ათასს ამბობდნენ, ასე რომ მუსლიმურ კოალიციაში 100-150 ათასი სავსებით რეალური რიცხვია. დღეს მოდაში შემოვიდა ძველი ომების მებრძოლთა რაოდენობის გადათვლა, მარტო აქ არა, უცხოეთშიც ასეა, აზენკურის და ჰასტინგსის ბრძოლების მებრძოლთა რაოდენობასაც ამცირებენ. ერთი მარტივი კითხვა მაქვს, როგორ გგონიათ, ძველმა ისტორიკოსებმა მარტივი არითმეტიკა არ იცოდნენ? ის რაც დღეს წარმოუდგენლად გვეჩვენება, მაშინდელ ისტორიკოსებს რატომღაც არ ეჩვენებოდათ წარმოუდგენლად. გამოდის, რომ ჩვენ რაღაცას კარგად ვერ ვიაზრებთ, ამიტომ ვცდილობთ საკუთარ წარმოდგენებს მოვარგოთ ძველი რეალიები. ესპანეთმა მარტო გემებით წაიყვანა ინგლისში 30 ათასი მეომარი, მარტო გემებით, გესმით, როცა უძლეველი არმადა განადგურდა? ამას დამატებული 30 ათასი ნედერლანდელი მეომარი (მარტო ესპანეთის ნედერლანდებმა გამოიყვანა 30 ათასი მეომარი!). აბა ილღაზის კოალიციაში, სადაც 7-8 ისლამური სახელმწიფო იყო გაერთიანებული და მთელი ურდოებით მოდიოდნენ, 100-150 ათასი კაცი რატომ არ იქნებოდა?
This post has been edited by
ვარაზვაჩე
on 1 Sep 2023, 22:54
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(4)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0313 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.