"სამხრეთ ნაკადი" ევროკავშირისთვის პრიორიტეტული არ არის – დასავლეთი რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობს
17:17 28-09-2013
"სამხრეთ ნაკადი" ევროკავშირისთვის პრიორიტეტული არ არის – დასავლეთი რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობს რუსეთის მცდელობა - ევროკავშირს "სამხრეთ ნაკადის" მილსადენისთვის განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭებინა, უშედეგოდ დასრულდა. ევროპელებმა პრიორიტეტულად რუსული პროექტის კონკურენტები - "ნაბუკო ვესტი" და ტრანსადრიატიკული მილსადენები დაასახელეს, - ამის შესახებ ინფორმაცია "როიტერმა" ანონიმურად, ევროპელი ჩინოვნიკზე დაყრდნობით გაავრცელა.
განსაკუთრებული სტატუსი "სამხრეთ ნაკადს" საშუალებას მისცემდა გვერდი აევლო ევროკავშირის მკაცრი რეგულაციებისთვის, რომელთა მისამართით კრიტიკა ოფიციალურმა მოსკოვმა უკვე არაერთხელ გამოთქვა.
თავის ენერგოსტრატეგიას ევროკავშირი ოფიციალურად ოქტომბერში გამოაქვეყნებს, თუმცა, უკვე ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილ 200 პროექტში შევა ბალტიისპირეთში ენერგოსისტემისა და კვიპროსი- კრეტას დამაკავშირებელი მილსადენის მშენებლობა. ეს პროექტები სპეციალურ დაფინანსებას, სავარაუდოდ, ევროპული ფონდიდან - Conntcting Europe Facility - მიიღებს.
იპნ
მართლა ხდება მგონი რაღაც - ჩვენთვის სასიკეთო, ამ ქვეყნად...
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...