ამდენი "საზეიმო" თემა გაიხსნა დღეს არჩევნებიდან 1 წლისთავის (ჯვარი აქაურობას) აღსანიშნავად,
და ნაციონალების მხარდამჭერებისათვის აუცილებელია რომ იყოს სანუგეშებელი თემა, და უმიზეზოდ არ წაშალოთ.
პირველ რიგში ვიზიარებ მწუხარებას, მარცხი მაინც მარცხია.
მაგრამ, ახლა სანუგეშო:
ნუ ერთი ფაქტია შეუსრულებელმა სოციალურმა დაპირებებმა ყველა თანაბრად გვაზარალა.
მაგრამ, რეალურად არ შესრულდა არცერთი დაპირება რომლის გამოც, "ვიღაცისგან ლუკმის პირში ჩადებას რომ ელოდება" იმ სასტავმა, "ფულს დაგვირიგებს" სასტავმა, ასევე, წინა მთავრობაზე გაბოროტებულ სასტავმა, და ასევე ქვეყნის ჩრდილოეთისკენ შებრუნების მომხრე სასტავმა მისცა ხმა ივანიშვილს.
ისევ დასავლეთს და ევროკავშირს ვაწვებით,
დაჭერები და გამოძიებები სამუშაო რეჟიმში გადავიდა ტემპი დაკარგა და არის შანსი რომ ბიზნესი არ დააფრთხოს.
ჩუმ-ჩუმად ძველ პროექტებს ეპარება ივანიშვილი და მალე აღმოვაჩენთ რომ მათი უმრავლერსობა გაგრძელდება,
ხიდები, ძეგლები და პარლამენტები, რომლებსაც ვითო ემუქრებოდნენ, თავის ადგილლზე დგას და არავის არ დაუნგრევია.
სოციალისტური დაპირებები რომელსაც ეკონომიკის ბოლომდე მოთხრა შეეძლო, ოცნების საარჩევნო ტრიუკი აღმოჩნდა,
ყველა ეს დაპირება და იმედი მათ გაუცრუვდათ,
მე კი, და იმედია თქვენც ამ დაპირებების შეუსრულებლობით პირიქით, მათი შესრულებისგან გამოწვერული საფრთხეების ეჭვები და შიშები შეგვიმცირდა და გაგვინელდა.
და ასეთები, რათქმაუნდა, იქაც არიან, და დარწმუნებული ვარ, თავიდან, მათაც შიშის ჟრუანტელი უვლიდათ, ხომ არ შეგვეშალა არჩევანშიო.
თუ დააკვირდით როგორ ქვებივით ჩაიძირა ყველა "საზეიმო" თემა (ახლა, ამას რომ წაიკითხავენ, შეიძლება ამოწიონ ზევით

).
მიზეზი ის არის რომ "საზეიმოს" ვერ ხედავენ თავის არჩევანში და თემებს "სახის შესანარჩუნებლად" ხსნიდნენ.
საზეიმო კი იმას აქვს ვისაც საქართველოს იგივე კურსით განვითარება უნდა საითაც 2003 აიღო გეზი (შეიძლება მანამდეც).
ვისაც რუსეთის აცმა უნდა ამ ქვეყნიდან და რაც ადრე თუ გვიან მოხდება.
ნუ, ახლა, თუ იმას დაწერთ ნაცმხარდამჭერები რომ ფარავს და მალავს გულში სხვა რამე უდევსო, თქვენი ნებაა, და თქვენი სქამეა, უნდა უჩიჩინოთ, პოლიტიკა ასეა.
დანარჩენი, რა? შეიძლება ეკონომიკის ზრდა ზურგზე დასცა ბბ-ს სასტავმა.
და ამ ეტაპზე, ამ მხრივ, ამათ სიკეთის არაფერი ეტყობათ, მარა, გამოჩნდება, რა.
თუ არა და, თქვენ რომ დაბრუნდებით მერე მოგიწევთ გამოსწორება.
ესეც ამათი 1 ოქტომბერი!