Borati
When I die Bury me Upside down So the world Can kiss my ass

       
ჯგუფი: Members
წერილები: 20186
წევრი No.: 153489
რეგისტრ.: 30-August 12
|
#38223775 · 1 Oct 2013, 19:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში სკოლის მოსწავლეები დაახვედრეს. პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრა, სკოლის წინ, 13:30 საათზე იყო დაანონსებული, ბავშვები სკოლის გარეთ 12:30 საათიდან შეიკრიბნენ, რის გამოც ზოგიერთ კლასში სასწავლო პროცესი ჩაიშალა.
„მასწავლებელმა გვითხრა, ბიძინა ივანიშვილი მოდისო და ჩვენით წამოვედით“, – აღნიშნეს ბავშვებმა.
„ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე მაისურები დაარიგეს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებზეც. ბავშვები მარგველაშვილს ტაშით დახვდნენ.
ყარაჯალას შემდეგ, დაანონსებული იყო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებს თელავში, ერეკლეს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა შეხვედროდა. დილიდანვე თელავში „ქართული ოცნების“ აქტივისტები მოქალაქეებს საყვირებით აფრთხილებდნენ, რომ თელავში პრემიერ – მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩასულიყო. 14:00 საათისთვის, „ქართუ ბანკის“ თელავის ფილიალის წინ, კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან მარშუტკებით ჩამოყვანილმა მოქალაქეებმა დაიწყეს შეკრება, მათ შორის იყვნენ საჯარო სკოლების პედაგოგები.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახმეტიდან, გურჯაანიდან, ყვარლიდან, სიღნაღიდან, ლაგოდეხიდან და კახეთის სხვა რაიონებიდან მასწავლებლები თელავში „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციების ორგანიზებით ჩავიდნენ. პრემიერის და პრეზიდენტობის კანდიდატის დასახვედრად თითო სკოლიდან 10 – 15 მასწავლებელი წაიყვანეს.
„დირექტორმა გვითხრა, 10 – 15 მასწავლებელი უნდა წახვიდეთ, ასეთი დავალებაა მოსულიო. ვისაც გაკვეთილები დასრულებული გვქონდა, მარშუტკა მოვიდა და წავედით. არავის არ დაუძალებია, რადგან დირექტორმა გვთხოვა, უარი არ ვთქვით. ბევრს გვაინტერესებდა კიდეც, რას იტყოდნენ ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილი“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულას საჯარო სკოლის ერთ–ერთმა მასწავლებელმა. მის ვინაობას საჯაროდ არ ვამჟღავნებთ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა თელავში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჰკითხა, რომელი სკოლებიდან იყვნენ, დავაფიქსირეთ, გურჯაანის, გულგულას, იყალთოს, ხორხელის საჯარო სკოლების პედაგოგები.
თელავში შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებიც, მათ შორის პრორექტორი დავით მახაშვილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გიორგი მარგველაშვილს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე ბავშვები და პედაგოგები დაახვედრეს.
22 აგვისტოს, ყვარელში გამართულ შეხვედრაზე, როცა „ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი ბავშვები „გი–ორ–გი, გი–ორ–გის“ სკანდირებდნენ, მარგველაშვილმა მათ მიმართა: „ამ პატარა ბავშვებს მინდა მივმართო და ვუთხრა, საქართველო უნდა იყოს ჩვენი საფიცარი და საქართველო უნდა დავიძახოთ. გიორგი იქნება თუ სხვა ვინმე იქნება, ამ საქართველოს უნდა ემსახუროს, მომავალში დაიძახეთ საქართველო. იყვირეთ საქართველო, იცხოვრეთ საქართველოთი. თქვენია ეს მომავალი ქვეყანა და სხვა ყველა, საქართველოს გარდა, მეორადია. დიდი მადლობა დახვედრისთვის. მომავალში კიდევ რომ ჩამოვალ, საქართველო დავიძახოთ ერთად“.
იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნოდ ბავშვების გამოყენებას თითქოს გაემიჯნა, „ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი მცირეწლოვანი ბავშვები მას მომდევნო შეხვედრებზეც დაახვედრეს სიღნაღსა და გურჯაანში.
9 სექტემბერს, მარგველაშვილმა შეხვედრები ველისციხეში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამართა. მარგველაშვილს ველისციხეშიც ძირითადად პედაგოგები და საჯარო მოსამსახურეები დაახვედრეს. ველისციხის სკოლის დირექტორმა ნინო ნესუაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ობიექტივში რომ არ მოხვედრილიყო, კამერას რამდენჯერმე დაარტყა. მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილმა, 9 სექტემბერს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პედაგოგების მობილიზაციასთან დაკავშირებით განმარტებაც გააკეთა. „თუ ეს არის შემთხვევა, უნდა გავარკვიოთ, რატომ მოხდა ეს შემთხვევა, თუ უბრალოდ დამთხვევაა. თუ ეს მოხდა ვიღაცის მიერ ორგანიზებულად, ეს უნდა იყოს ხაზგასმული და მეტი ასეთი რამე არ მოხდეს. ის, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ სტრუქტურებში ასეთი აზროვნება არ არის, ამის გარანტიას გაძლევთ. მაგრამ ამ ეტაპზე ეს კონკრეტული შემთხვევა შესწავლილი არ არის“, –აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა „ნეტგაზეთთან“ საუბარში.
მისივე თქმით, ახალმა ხელისუფლებამ მიიღო საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა პედაგოგების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით: „ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე წარსული, სწორედ პედაგოგების მობილიზაციის ნაწილში. მთელი ჩემი 9-თვიანი მუშაობა როგორც მინისტრისა იყო მომართული იმისკენ, რომ შეგვეცვალა ის მმართველობითი ფორმატი, როემლიც არსებობდა განათლების სამინისტროში, როდესაც პედაგოგები, ფაქტობრივად, სამხედრო სამსახურში იყვნენ და დადიოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მიტინგებზე. მე გარწმუნებთ, რომ ცენტრალური შტაბიდან და პირადად ჩვენი გუნდიდან ვინც ვართ ამ არჩევნებში ჩართული, პედაგოგების ასეთი მოტივაცია გამორიცხულია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ჰა აბა სად ხართ სამართლის ღირსების მოყვარულო ქოცებო??? ნაცები, რომ მსგავს მარაზმებს აკეთებდნენ ერთი წივილკივილი და ვიშივიში გაგიდიოდათ და ეხლა მოგწონთ ეს ამბავი??? დავიჯერო ასე გაგიჭირდათ წინაასჩევნოთ, რომ ხალხის მობილიზაცია ადმინისტრაციულ ხარჯზე დაგჭირდათ??? ვგონებ ასე თუ გააგრძელეს ამათმა სკოლებიდან გამოყვანილი პედაგოგრბიც ვეღარ უშველიან ამ უნიათოებს!
This post has been edited by Borati on 1 Oct 2013, 19:11
--------------------
რკინის კარს უკან გამოკეტილებს სოსო გვიტყნავდა ყველას კეთილებს... Божий შვილი ვიყო! მხოლოდ სომხებს არ ვევასებით, დანარჩენებს ყველას ყ---ე ვკიდივართ! ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაში@ბატონიბიძინი Rejoice O young man in thy youth... თы ыრ მыგვыწыნыბы , გыდыვыრჩыვთ. ყლეებო თქვენა.
|