მაია მიქაუტაძე (10.10.1987წ.) - ერთ-ერთი ჩვენთაგანი, ერთ-ერთი ჩვენნაირი, სიცოცხლით სავსე გოგონა, თუმცა არა ჩვეულებრივი. მაიამ 9 წლის ასაკში ერთხელ უკვე შეძლო და მოერია იმ დამანგრეველ დაავადებას, რასაც ლეიკემია ჰქვია. მაშინ 9 წლის პატარა თმადაცვენილმა გოგონამ ის შეძლო, რაც ყველას შეუძლებლად გვეჩვენებოდა. ბავშვობის ნაწილის საავადმყოფოში გატარების მიუხედავად კლინიკიდან გამოწერილმა სკოლაში გამოტოვებული წლები ექსტერნად ჩააბარა და შეძლო საკუთარ კლასში დაბრუნებულიყო, შეძლო ჩვენთან თამაში, ჩვენთან ერთად შატალოზე სირბილი, ჩვენთან მეგობრობა, ჩვენი ცხოვრების რიტმს აყოლა. მაია ცდილობდა გაეცნობიერებინა რატომ უყურებდა ბედნიერებისგან თვალცრემლიანი სახით ყველა, რატომ იწერდა ირგვლივ ყველა პირჯვარს მისი დანახვისას და ღმერთს მადლობას სწირავდა მისი გადარჩენისათვის.
გადის წლები, მაია აქტიურ ცხოვრების იმ რიტმით აჰყვა, რაც მისი ჯანმრთელობისთვის არც თუ ისე სახარბიელო იყო, დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, შემდეგ მაგისტრატურა, შემდეგ ერთ დილასაც იღვიძებს და მუდმივად აღმოსავლური კულტურით მოხიბლული გადაწყვეტს არაბული ენა ისწავლოს. გადაწყვეტილების შესრულებას წლები მოანდომა და ბოლოს დამასკოში, სირიაში არაბული ენის კურსებიც გაიარა. ქვეყანაში, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის ალბათ საშიშიც იყო, მაგრამ ეს ხდება დაახლოებით 10-12 წლის შემდეგ, როცა მისი გამოჯანრთელებიდან რეციდივის განმეორების შანსი უკვე გასული იყო. საქართველოში დაბრუნებული ამზადებს მოსწავლეებს ინგლისურსა და არაბულში, მუშაობდა არაბულ-ქართულ კომპანიაში, ფიქრობს დოქტურანტურაზე სწავლის გაგრძელებას საერთაშორისო დიპლომატიის კუთხით და ცდილობს მაქსიმალურად მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება. მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, ბავშვობიდან გვესმოდა მაიას დედის ფრაზები: მაია ნუ იღლები ძალიან, მაია მზეზე დიდხანს ნუ ხარ, მაია თავს ძალიან ნუ იტვირთავ, არ გადაიღალო, დამასკოში არ წახვალ, არ შეიძლება შენი ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მაია კარგად ჭამე, ორგანიზმი არ გამოიფიტო, მაია არ გაცივდე არ შეიძლება და ა.შ..... ყველა ეს ფრაზა ეხლა ვხვდებით, რომ თურმე მისი ცხოვრების ლოზუნგები უნდა ყოფილიყო, მაგრამ უკვე აღვნიშნე მაია არ არის ჩვეულებრივი, არ შეუძლია დილიდან საღამომდე რამდენიმე გვერდი მაინც არ წაიკითხოს, რაღაც არ ისწავლოს, აითვისოს, ახალი არ გაიგოს, არ შეუძლია მოდუნებული ცხოვრების რიტმში ყოფნა...
სამწუხაროდ, მაიას ცხოვრებაში მხოლოდ ბავშვობაში გადატანილი საშინელი დაავადება არ ყოფილა ერთადერთი ტრამვა. 2011 წელს ნორვეგიის ტერაქტს ერთადერთი ქართველი გოგონა შეეწერა - თამთა ლიპარტელიანი - მაია მიქაუტაძის დეიდაშვილი, მაისთან ერთად გაზრდილი, მაიას იგივე და...
დღეს მაია 25 წლისაა, დღეს მაია ისევ ლეიკემითაა ავად და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია ესაჭიროება სასწრაფოდ, რომელიც მინიმუმ 100 000 დოლარი ღირს. დღეს მაიას ისევ იგივე და 100-ჯერ უფრო მეტი ძალა სჭირდება ცხოვრებასთან საბრძოლველად, დღეს მაიას თამთა არ ჰყავს, ფიზიკურად, რომ მისი ხელი ხელში დაიჭიროს და გაამხნევოს, დღეს მაია პატარა 9 წლის გოგონა აღარაა და ზუსტად იცის რა შედეგები დადგება თუ მისი ოპერაციისთვის თანხები არ გვექნება, დღეს მაიამ ზუსტად იცის, რომ ოპერაციისთვის თანხების მოძიებაზეა დამოკიდებული მისი საბოლოო გამოჯანმრთელება, მისი სიცოცხლე, მისი ოჯახის სიხარული, მშობლების, დეიდის და ნათესავების ცხოვრების აზრი, დღეს აცნობიერებს, რომ ეს უახლოესი დღეები და საოცნებოდ ქცეული ოპერაციის გაკეთება გადაარჩენს მას საბოლოოდ და დააგვირგვინებს მის პირად ბედნიერებას საყვარელ ადამიანთან ერთად და ლოცულობს...
უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ნუ იქნებით გულგრილი და სხვებზე მინდობილი, ნუ გაწირავთ...
საბანკო რეკვიზიტები:
სს "თიბისი ბანკი"
საბანკო კოდი: TBCBGE22
ა/ნ: GE38 TB76 6654 5161 6000 02
მიმღები: მაია მიქაუტაძე
TBC Pay-ს ნებისმიერი აპარატი: პ.ნ 60001115281, დაბადების თარიღი10.10.1987წ.
მაგთისა და ბილაინის ნომრიდან:
09 01 70 00 56
მიმაგრებული სურათი