7-8 სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება სამოყვარულო წყვილთა რბოლის მეოთხე ეტაპი (3 BMW-ს გათამაშება და საქართველოს ჩემპიონატი).
სიახლე!!!
კვალიფიკაციის შედეგების მიხედვით ფინალურ ეტაპზე გასული 8 კაცის გარეთ დარჩენილი მონაწილეები (საქართველოს ჩემპიონატი) განაგრძობენ ერთმანეთში ბრძოლას საქართველოს თასის გათამაშებაში.
კვალიფიკაციის შემდეგ მეცხრე ადგილზე გასული საქართველოს თასის გათამაშებაში ავტომატურად კლასიფიცირდება როგორც პირველი დროის მქონე, მეათე ადგილზე გასული როგორც მეორე დროის მქონე და ასე შემდეგ.
თასის გათამაშება შედგება 8 ეტაპისგან რაც გულისხმობს, რომ საქართველოს ჩემპიონატის ყველა დარჩენილი ეტაპი გაიმართება ამ პრინციპით.
თასის გათამაშებაში ქულების დარიცხვა მოხდება შემდეგნაირად:
მონაწილე რომელიც კვალიფიკაციის შედეგად (საქართველოს ჩემპიონატში) გადის 8 კაცში, თასის გათამაშებაში იღებს 1.5 ქულას. ამდენივეს იღებს მონაწილე ყოველ გამოტოვებულ ეტაპზე, თუნდაც ჩემპიონატში ჩაერთოს მოგვიანებით.
ყველა, 8 კაცის მიღმა დარჩენილი, მონაწილე იღებს 2.5 ქულას.
მეოთხე ადგილოსანი იღებს 3.5 ქულას.
მესამე ადგილოსანი იღებს 4 ქულას.
მეორე ადგილოსანი იღებს 4.5 ქულას.
პირველადგილოსანი იღებს 5 ქულას.
შეჯიბრის დეტალები:
არცერთ კლასში არ დაიშვება სპორტული (სლიკები) და ნახევრადსპორტული (ნახევრადსლიკები) აგრეთვე "ექსტრიმპერფორმანსი" და "თრექდეი"-თ კვალიფიცირებული საბურავები.
კვალიფიკაციების და შეჯიბრის დრო კლასების მიხედვით:
7 სექტემბერი
15:00 - 15:50 RWD (უკანა წამყვანი) რეგისტრაცია
16:00 - RWD კვალიფიკაცია
16:00 - 16:50 FWD (წინა წამყვანი) რეგისტრაცია
17:00 - FWD კვალიფიკაცია
17:00 - 17:50 AWD (ოთხივე წამყვანი) რეგისტრაცია
18:00 - AWD კვალიფიკაცია
8 სექტემბერი
11:00 - RWD რბოლა (ყველა ჩემპიონატი)
13:30 - FWD რბოლა (ყველა ჩემპიონატი)
16:00 - AWD რბოლა (ყველა ჩემპიონატი)
This post has been edited by mevlud on 26 Aug 2013, 01:38
მიმაგრებული სურათი