
ეს არის ონლაინ ფეხბურთი, სადაც შეგიძლიათ ითამაშოთ ონლაინში თქვენს მეგობრებთან ერთად,
Football Superstars დიდი პოპულარობით სარგებლობდა თამაშის შექმნისთანავე, ეს თამაში 2008 წელს შეიქმნა.
რეგისტრაციის და გადმოწერის შემდეგ თქვენ უნდა ამოირჩიოთ სერვერი, არის ორი სერვერი Pele და Cruyff (სასურველია დარეგისტრირდეთ პელე-სერვერზე უფრო მეტი ქართველი თამაშობს)
შემდეგ თქვენ უნდა შექმნათ თქვენი ფეხბურთელი სასურველი თმის სტილით, თვალებით და ასე შემდეგ, შემდეგ ამოირჩევთ FS[B] გუნდს.
არის 4 FS გუნდი: Calderfax, Fretsby, Milcester United, Ahstun. ამ 4 გუნდის გარდა არის PMC გუნდები, რომელიც ქმნის ნებისმიერი მოთამაშე (ფული ღირს) და არის ჩემპიონატები და ასე შემდეგ.
FS მატჩების დროს გემატებათ EXP და EXP-ის მომატებით კი გეწევათ ლეველი. სულ არის 100ლეველი.
ხოლო PMC მატჩების დროს თუ ოფიციალური მატჩი არ არის EXP არ გემატებათ (ანუ ამხანაგური მატჩების დროს)
თქვენ არ მართავთ მთლიანად გუნდს, არამედ მართავთ მხოლოდ თქვენ მოთამაშეს.
ამ თამაშის მთავარი "მუღამი" ალბათ არის მაინც PMC მატჩების თამაში როდესაც თქვენი გუნდით ეთამაშებით სხვა გუნდს, არის PMC ჩემპიონატები რის მოგების შემთხვევაშიც კი სხვადასხვა პრიზებია დაწესებული.
რაც შეეხება FS გუნდებს, აქ არის 4 დივიზიონი, რომლებიც ლეველების მიხედვით იყოფა, 70ლეველიდან თქვენ უკვე ითამაშებთ პირველ დივიზიონში. მეოთხე და მესამე დივიზიონში თამაშობთ 5Vs.5 მეორე დივიზიონში თამაშობთ 7Vs.7 ხოლო პირველ დივიზიონში შეგიძლიათ ითამაშოთ როგორც 7Vs.7 ასევე 11Vs.11.
სანამ შეგროვდება მატჩის დასაწყებად მოთამაშეები თქვენ ხართ ქალაქში, სადაც შეგიძლიათ გაესაუბროთ ვინმეს, ასევე არის პლიაჟი რესტორანები კაფეები ასევე არის მაღაციები სადაც შეგიძლიათ ჩაიცვათ სასურველი ტანსაცმელი, ასევე იყიდოთ ბუცები და ასე შემდეგ.
რამდენიმე კვირის წინ ჩვენ შევქმენით ქართული PMC (Fc Georgia) სადაც ვეთამეშებით სხვადასხვა გუნდებს, ასევე გაირკვა, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობა თუ შეიკრიბება 11 პირველი ან მეორე დივიზიონის მოთამაშე.
წელს ჩატარდა ევრო 2012 სადაც ფინალში რუსეთმა უკრაინა დაამარცხა 2-1
ვიდეოს ლინკი თუ არ გიხსნით აქმოკლედ არამგონია ფეხბურთის მოყვარულ ადამიანს ეს თამაში არ მოეწონოს, ძალიან ჩაგითრევთ, მაგრამ რაც მთავარია უნდა იცოდეთ გუნდური თამაში იმიტომ.
ქართულ გუნდში ვიღებთ მოთამაშეებს 30ლეველიდან, ვათამაშებთ თამაშებს 55 ლეველიდან.

თამაშისთვის საჭიროა ეს მინიმალური მონაცემები
Windows XP:
CPU: Intel Pentium 4 2.2 Ghz or AMD 2500+
System RAM: 1GB
Video Card NVIDIA 5200 or ATI Radeon 9600
Video RAM 128MB
Windows Vista / Windows 7:
CPU: Intel Pentium 4 3.0Ghz or AMD 3400+
System RAM: 2GB
Video Card NVIDIA 5750 or ATI Radeon X300
Video RAM 128MB
> თამაშის გადმოწერის ლინკი <>რეგისტრაციის ლინკი<აუცილებლად მიუთითეთ რეგისტრაციაში საქართველო, თორემ თუ ისწავლეთ კარგად თამაში, ეურო-ზე ვერ ითამაშებთ საქართველოს ნაკრებით
პ.ს საიტის ოფიციალურ გვერდზე, (მთავარ გვერდზე) არის რაღაც ახალი თამაში Strikersuperstar თუ რაღაც, მაგრამ არ მიაქციოთ ყურადრება მაგას
იმედია მოგეწონებათ.