აი, ყველაფერს ავიტან რა... 40 რევოლუციას, დისერტაციას კარალიოკის კურკებზე, შიმშილს, უინტერნეტობას, სიცივეს, უდიპლომობას (

)
მარა მომკალით და ვეღარ ვიტან ამ მენტალიტეტს, აააღარ შემიძლია
ამ ფორუმზე ბევრი რამე იწერება, რომ წაიკითხავ, იფიქრებ ავშენდით და დავმშვენდითო, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირადაა. რას ვგულისხმობ.
საქართველოში დღემდე ითვლება, რომ თუ ქალი 30-ს გადაცდა და თაყვანისმცელელი გამოუჩნდა, ცოლად უნდა გაყვეს. მნიშვნელობა არ აქვს ის თაყვანისმცემელი ვინ იქნება (ნუ ეხლა ნარკომანი არ უნდა იყოს :დედის და ბებიის რჩევა: ). უნდა გაყვეს რა. ქალია სიმონ, აპა რავა, ძლიერი ხელი უნდა,
პატრონი უნდა...
კარგ პონტად ითვლება დედასთან მეგობრობა და მისთვის პაემნების დაწვრილებად მოყოლა, თინეიჯერულ ასაკში დაქალ-ძმაკაცების წათრევა პაემანზე.
ითვლება, რომ უმამო გოგო (ბიჭი) მაგარი საწყალია და ყველას უნდა ეცოდებოდეს. მათზე ლაპარაკის დროს აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ "უმამოა, საწყალი" (ეს ჩემთვის დიდი მაზოლია და წყობილებიდან გამოვდივარ-ხოლმე მაგ დროს, საწყლები მოიკითხონ თავისკენ

)
ითვლება რომ
200 ლარი ქალისთვის მშვენიერი ხელფასია.ქალი თუ ეწევა ბოზია.
თუ იგინება ბოზია.
უდიპლომო რძალი/სიძე/ცოლი/ქმარი გრეხია. ("ნასწავლი" უნდა იყო, მნიშვნელობა არ აქვს თავში რამდენი უყრია (ან საერთოდ თუ უყრია) მთავარია დიპლომი ჰქონდეს).
ოჯახში უნდა იყოს 2 ბავშვი (აი, ეს
ორი რატო ვერ ვხვდები რა

)
უბავშვოდ ოჯახი ოჯახი არაა.
ბავშვი აუცილებლად 1 წლის თავზე უნდა გამოიჩეკოს.
გერლფრენდი ან ბოიფრენდი თუ გყავს - საყვარელი გყავს, ბოზი ხარ.
საქართველოში ჭორაობა კარგ ტონად ითვლება (ქალებში), კაცებში იმის გარჩევა ვინ ვის აძლევს.
თუ საყვარელ ადამიანს გრძელი ცხვირი აქვს, ერთხელ სახლამდე მიგაცილა და შემთხვევით მეზობელმა დაინახა, მეორე დღეს მთელი სადარბაზო მაგაზე ჭორაობს, მიუხედავად იმისა რომ შენი შეყვარებული თავისი ბაგაჟით და პიროვნული თვისებებით მთელს შენს კორპუსს გადაწონის სიძე-მაზლიანად.
ჩვენთან სხვების მოსაწონად უნდა იცხოვრო.
საქართველოში პრეზერვატივს "რეზინა" ჰქვია (ფსიქოლოგიური ახსნა აქვს ამ ფაქტს: ადამიანები ხშირად დასცინიან იმას, რაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებთ) და აფთიაქში მხოლოდ ღამის 10-ის მერე იყიდება, როცა ძალიან ბნელა, ისიც შავი სათვალით

საქართველოში მიღებულია დათრობა კომპლექსების მოხსნის მიზნით © Prankster
განაგრძეთ სია, ამხანაგებო...
This post has been edited by სხვანაირა on 22 Nov 2007, 20:25