რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას, შემდეგ შესარჩევში, სადაც სიკვდილის ჯგუფში მოვხვდით, გაღწევის შანსი არ გვაქ. ამიტომ უნდა დაიწყოს ფიქრი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად და აქედანვე საჭიროა გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და შემდგომ განხორციელება. პირველ რიგში აღარ უნდა იქნან გამოძახებულნი ფეხბურთელები, რომლებიც 2014 წლიდან (აქედან დაიწყება 2016 წლის შესარჩევი) უკვე ვეღარ იასპარეზებენ ნაკრებში. ესენი არიან:
კახა კალაძე 27.02.78 (იქნება 36 წლის შესარჩევის დასაწყისში)
ალექსანდრე იაშვილი 23.10.77 (იქნება 37 წლის შესარჩევის დასაწყისში)
ლევან კობიაშვილი 10.07.77 (იქნება 37 წლის შესარჩევის დასაწყისში)
დავით სირაძე 21.10.81 (იქნება33 წლის შესარჩვის დასაწყისში)
გოგიტა გოგუა 04.09.83 (იქნება 31 წლის შესარჩევის დასაწყისში)
მალხაზ ასათიანი 04.08.81 (იქნება 33 წლის შესარჩევის დასაწყისში)
ზურაბ ხიზანიშვილი 06.10.81 (იქნება 33 წლის შესარჩევის დასაწყისში)
ლაშა სალუქვაძე 21.12.81 (იქნება 33 წლის შესარჩვის დასაწყისში)
ეს ფეხბურთელები დღევანდელი ნაკრების ბირთს წარმოადგენენ, მაგრამ იმ დროისთვის შეიძლება კარიერაც კი ქონდეთ დასრულებული. კიდევ ერთი შესარჩევი რომ არ დაიკარგოს ახალი გუნდის შესაქმნელად და თაობათა ცვლის პროცესის გამო, ჯობია დაჩქარდეს მოვლენები და გაახალგაზრდავდეს გუნდი. სასურველია თითეულ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი შეირჩეს და გაკეთდეს ის 40 კაციანი ბირთვი, რომელსაც ნაკრების მწვრთნელები დააკვირდებიან. ამავდროულად არ უნდა გამორჩეთ ის ფეხბურთელები რომლებიც თავს გამოიოჩენენ. ჩემი აზრით მომავალი წლიდან ნაკრების მწვრთნელის თვალთახედვის არეში უნდა იყვნენ:
მეკარეები:
1. გიორგი ლორია (28 წლის)
2. ნუკრი რევიშვილი (27 წლის)
3. გიორგი მაკარიძე (24 წლის)
4. როინ კვასხვაძე (25 წლის)
მცველები:
5. ალეკო ამისულაშვილი (32 წლის)
6. უჩა ლობჟანიძე (27წლის)
7. აკაკი ხუბუტია (28წლის)
8. გურამ კაშია (27 წლის)
9. გიორგი ხიდეშელი (26 წლის)
10. სოლომონ კვერკველია (22 წლის)
11. ლევან კაკუბავა (24 წლის)
12. ნიკა კვეკვესკირი (22 წლის)
13. გია გრიგალავა (25 წლის)
14. ავთანდილ ბრაჭული (22 წლის)
ნახევარმცველები:
15. ჯანო ანანიძე (22 წლის)
16. ჯაბა კანკავა (28 წლის)
17. გიორგი მერებაშვილი (28 წლის)
18. თორნიკეოქრიაშვილი (22 წლის)
19. ლევან ყენია (24 წლის)
20. ალექსანდრე გურული (29 წლის)
21. მურთაზ დაუშვილი (25 წლის)
22. ნიკა ძალამიძე (22 წლის)
23. დავით თარგამაძე (25 წლის)
24. ვალერი ყაზაიშვილი (21 წლის)
თავდამსხმელები:
25. ოთარ მარცვალაძე (30 წლის)
26. ლევან მჭედლიძე (24 წლის)
27. მათე ვაწაძე (26 წლის)
28. ირაკლი შეყილაძე (22 წლის)
29. გიორგი ჭანტურია (21 წლის)
30. ალექსანდრე კობახიძე (27 წლის)
ეს 30 ფეხბურთელი ჩემი მოასზრებით, სასურველია მათი რაოდენობა 40 მდე გაიზარდოს.
მოთამაშეთა ასაკი მოცემულია 2014 წლის სექტემბრის მდგომარეობით.
საშუალო ასაკი გამოდის 25 წელი, რაც სავსებით ნორმალურია.
ეს რაც შეეხება შემადგენლობას. ახლა კი გადავიდეთ სტრატეგიაზე. აუცილებელია შეირჩეს მწვრთნელი, რომელიც გამართულ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს. ამავდროულად სასურველია თუ იქნება ქართველი. ასეთებად მიმაჩნია გეგუჩაძე და ქეცბაია. მათ შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი. პირადად მე უპირატესობას გეგუჩაძეს ვანიჭებ და ავხსნი რატომ:
1. ქეცბაია უკვე 2 წელია ნაკრებშია და საეჭვოა 4 წელი გაჩერდეს კიდევ.
2. გეგუჩაძე უფრო ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს, შემადგენლობაც შეტევაზეა ორიენტირებული.
ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი შესარჩევის დაწყებამდე, რაც შეიძლება მეტი ამხანაგური მატჩი და რაც შეიძლება სოლიდურ გუნდებთან. ამხანაგურებში არ იქნება შედეგი მნიშვნელოვანი, ბიჭები გამოცდილებას მიიღებენ და ფეხის კანკალით აღარ გავლენ ესპანეთის, საფრანგეთის, ბელორუსიისა და ფინეთის წინააღმდეგ. ამ ჯგუფში პროგრამა მინიმუმად უნდა დაისახოს რეალობა, მეოთხე ადგილი. მაგრამ უნდა იბრძოლოს მესამესთვისაც, რაც არ არის მიუღწეველი შედეგი. უნდა იქნეს კალენდარი შერჩეული ისე, რომ ესპანეთთან და საფრანგეთთან რაც შეიძლება გვიან მოგვიწიოს დაპირისპირება. როცა მათ ასე თუ ისე ქულები აკრეფილი ექნებათ და თავს არ შეგვაკლავენ.
ეს არის ჩემეული ხედვა და მაინტერესებს თანაფორუმელთა აზრიც
მადეირა, ტემპერაიმედია თემას დასახურად არ გაწირავთ
This post has been edited by COLDMAN on 8 Sep 2011, 01:15