სულ მცირე 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ნატო-ს ავიაიერიშის შედეგად ავღანეთის აღმოსავლეთით. ამის შესახებ "ალ ჯაზირა" იტყობინება.
ადგილობრივი პოლიციის პრესმდივნის აზრათ ჰუსეინის განცხადებით, დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. მისივე თქმით, ხუთივე მათგანი ქალაქ ჯალალაბადის მახლობლად ჩიტებზე სანადიროდ იყვნენ გასულები.
ამასთან, ნატო-ს კოალიციის ჯარებში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე ამბოხებულები იყვნენ და არ ადასტურებენ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის ფაქტს.
გასულ თვეს ნატო-ს ავიაიერიშის შედეგად, 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა კუნარის პროვინციაში.
გაერო-ს მონაცემებით, 2013 წლის პირველ ნახევარში ავღანეთში ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2 ათასზე მეტი კი დაშავდა, რაც საერთო ჯამში, 23 პროცენტით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/25...i-daighupa.html