არ შემიძლია ეს აქ არ დავფოსტო FBზე ვნახე
მოგმართავთ დიდი თხოვნით! ერთ ძალიან კარგ ადამიანს, იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მრევლს და ჩემს მეგობარს, გიორგი ბეჟიკოშვილს, ესაჭიროება სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაცია. მან რამოდენიმე თვის წინ გადაიტანა საკმაოდ რთული ოპერაცია (პანკრეასის მწვავე აბსცესის დიაგნოზით, რომელსაც კიდევ სხვა გართულებები სდევდა თან მუცლის ღრუს სხვა ორგანიებზე), რომლის პოსტოპერაციული გართულების სახით განვითარდა მარცხენამხრივი თიაქარი. ექიმების კატეგორიული რეკომენდაციაა - გადაუდებელი ოპერაცია, რადგან სხვა შემთხვევაში მას კიდევ უფრო გაურთულდება და გაუღრმავდება პრობლემა და შესაძლოა, თიაქარის ჩაჭედვის გამო, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
გიორგიმ თხოვნით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოპერაციის დაფინანსების შესახებ, რომლის ოდენობაც დაახლოებით 800 ლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მას საყოველთაო დაზღვევის პაკეტიც გააჩნია და პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსიც აქვს მინიჭებული (ამასთან ის მხოლოდ 35 წლისაა!!!), მას სამინისტრომ, ფინანსების არქონის გამო, უარი უთხრა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა იმ გზისთვის, რასაც ახლა ბევრი იყენებს და რასაც ისევ ადამიანური გულმოწყალება ჰქვია!!! "საქართველოს ბანკში" გაიხსნა სპეციალური ანგარიში, რომელზეც შევეცდებით შევაგროვოთ ზემოაღნიშნული თანხა და გიორგის ჩაუტარდეს აუცილებელი ოპერაცია.
მისი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"
მიმღები ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების სახელწოდება: გიორგი ბეჟიკოშვილი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE21BG0000000705834900
ანგარიშის ვალუტა: GEL.
ვისაც სურვილი გაგიჩნდებათ, რომ დაეხმაროთ გიორგის, გთხოვთ არ დაახანოთ და შეიტანოთ მცირედი თანხა (თუნდაც 1 ლარი!) აღნიშნულ ანგარიშზე! გახსოვდეთ - თქვენ ამას კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აკეთებთ და სიცოცხლეს კი განუსაზღვრელი ღირებულება გააჩნია!
იმედი მაქვს თქვენი გულისხმიერებისა და გულმოწყალებისა!
https://www.facebook.com/photo.php?fbid=650...comment_mentionიმედია ზოგმა როგორც იცით, არ იჩხუბებთ რატომ გახსენიო, თუ რამე შეგვიზლია 1 ლარიც კი ამ ახალგზრდა კაცს კარატეს მასწვალებელი ყოფილა, ეგებ, გეცნოტ ზოგს, დავეხმაროთ.
ისეთი სახე აქვს რომ არ გამეხსნა ეს თემა, ვერ მოვისვენებდი
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Do not argue with an idiot. He will drag you down to his level and beat you with experience
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება" © ჩოხა