27 ოქტომბირის არჩევნების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ „გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩმა“ (Greenberg, Quinlan, Rosner Research) ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა - 43% „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს უჭერს მხარს. 22% კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს ემხრობა. სხვა საპრეზიდენტო კანდიდატების მომხრეების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა - ნინო ბურჯანაძეს 8% უჭერს მხარს, შალვა ნათელაშვილს 5%, გიორგი თარგამაძესა და კობა დავითაშვილს 1-1 %. გამოკითხულთა 17% -ს ამ დრომდე არ გადუწყვეტია, თუ ვის მისცემს ხმას 27 ოქტომბერს.
http://info9.ge/?l=G&m=108&id=21541