მე უფრო ლილოს და სამგორის მხარეს ბოქსებს ვიცნობ კარგად, სხვაგან მარტო ზეთზე ან კალოდკებზე თუ მივსულვარ, ამიტომ ამათ ჩამოვწერ.
1. კაი მალიარი (ბესო) და ხადავიკი არიან ლოჭინის ხიდთან რომ ბოქსებია მანდ.
2. მერე თბილისისკენ რომ წამოხვალ, "კახელებთან" არმისული, ხელმარცხნივ არის გლადიატორას ბოქსები და საუნა, ხელოსნებიც კარგები არიან და ქალებიც, არცერთი არ არიან მეძვირეები
3. მე-16ს სახელოსნოს ეძახიან, ორხევის ხიდთან, კარგი სასტავია, ყველანაირი ხელოსანია და მანქანას დაშლიან და ააწყობენ უშეცდომოდ, მანდ ერთადერთი მალიარის გაკეთებული საქმე არ მომეწონა, რაღაც შეეშალა და ტალღა დაუყვა კაპოტს რომ ღებავდა.
4. კიდევ რეზინკების ჩაპრესვა თუ დაგჭირდებათ, ვარკეთილის ხიდებთან, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის ასახვევში ახვალთ კაიროს ქუჩაზე და სადღაც 400 მეტრის იქით, ხელმარჯვნივ არის ბოქსები, მანდ ყავთ კარგი ტოკარი
5. ვარკეთილის ხიდებთან, კახეთის გზატკეცილიდან რომ ჩაუხვევ (ისნიდან მომავალი მხრიდან), ხელმარჯვნივ არის 2-3 ბოქსი, მანდ შეგიძლიათ კარგად გაასწორებინოთ რაზვალი, დისკები და ყველაფერი, რაც საბურავებს ეხება.
6. ვარკეთილიდან რომ მოსკოვის პროსპექტზე ჩადიხარ, შუქნიშნის გადასწვრივ არის ეკლესია და ამ ეკლესიის უკან არის ბოქსები, ყველანაირი ხელოსანია და მგონი რომ არცერთი არ არის ცუდი.
7. მოსკოვის პროსპექტიდან რომ ჩადიხარ 31 ქარხნის ტერიტორიაზე, ხიდის ქვეშ გაივლი და სადღაც 250-300 მეტრში არის ხელმარჯვნივ ბოქსები. მანდ შეხვალთ თუ არა, მარჯვნივ არის ტოკარი და ხადავიკი. ერთის დედასაც შევთხარე და მეორესიც, არცერთთან
არ მიხვიდეთ!!! ხელოსანმა რაღაც ყვერობა რაზვალნი ვტულკები ჩაპრესა, 3 დღეში ჭრიჭინი დაიწყო, ხადავიკთან მივედი და მეუბნება ეს კვერცხი რომ შარავოის ბრალია, მაგან იცის ჭრიჭინი

. ტოკარი უფასოდ შეცვლის რეზინებს, მაგრამ ამ ყვერ ხადავიკს უნდა მივცე ხელობის ფული, ამიტომ ერთის დედიკოსაც გავარტყი და მეორესიც, გავალ კაიროზე და იქ გადავიხდი ზედმეტ 20 ლარს და ამ სირებს მაინც არ ვახეირებ.
8. ავლაბარში, წურწუმიას ქუჩასთან შუქნიშნები და ხიდი რომაა, კახეთის გზატკეცილზე ამავალი გზით, მანდ არის პროფილაქტიკა "777", კარგი გამოცდილი ხელოსნები არიან და მადიანი ფასებიც უდევთ,
9. დიდუბედან რომ ჩახვალთ მარცხენა სანაპიროზე და ფეიქრების ქუჩისკენ რომ წახვალთ, ხელმარჯვნივ არის პროფილაქტიკა "111", მანდაც ბევრნაირი ბოქსია, მაგრამ ელექტრიკი ყავთ მაგარი (ბესო ჰქვია) - სადაც ჩემს მანქანას ვერავინ ვერაფერს უგებდა, მაგან ზუსტი დიაგნოზით გამომიშვა და გავაკეთე კიდეც.