ხუხაშვილი+ჩხატარაშვილი+ბედუკაძე==ოცნების გამარჯვებას
ბოლო ორი დღის ინფორმაციის გაანალიზებით ამ დასკვნამდე მივედი.

---------------------------------------------------------------
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...akhuri-iyo.htmlდავით კვინიკაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და დავით ჩხატარაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვადასხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს ამავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმრის დამცირება, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, თითქოსდა სახელმწიფოს საგამოძიებო სტრუქტურებმა დროულად გამოავლინეს პატიმრების ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები.
----------------------------------------------
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=51564გია ხუხაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას პასუხობს
21:43 07.12.2013
როგორც ექსპერტი აცხადებს, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დანაშაულზე პასუხისმგებელი ის პირები არიან, ვინც მის წინააღმდეგ მსგავს განცხადებებს აკეთებენ.
"ჩხატარაშვილი იყო დანაშაულებრივი სისტემის წარმომადგენელი, არჩევნების შემდეგ მასთან კომუნიკაცია მქონდა. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა. მაშინ კვლევას ვატარებდი, დანაშაულებრივი სისტემის ანატომიას ვსწავლობდით და ყველა ასეთი ადამიანი საინტერესო იყო. გარკვეული ინფორმაცია მისგან მივიღე, ბევრი ვერაფერი, მაგრამ რაღაც ინფორმაცია მივიღე, ეს იყო ჩვენი ურთიერთობა. ის, რომ ჩემი თანაშემწე იყო და ა.შ ეს ყველაფერი ზღაპრებია, "ნაციონალური მოძრაობის" დამახასიათებელი. მის დანაშაულზე პასუხისმგებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც ახლა ასე ტლიკინებენ", - განაცხადა ხუხაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, დაკავებული დავით ჩხატარაშვილი ხუხაშვილის და ნაცვლიშვილის მფარველობის ქვეშ იყო.
მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი დღეს დააკავეს.
როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, დავით ჩხატარაშვილის დაკავება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას უკავშირდება.
--------------------------------------------------------------
http://reportiori.ge/index.php?menuid=3&id=10134გია ხუხაშვილი: დავით ჩხატარაშვილთან მქონდა კომუნიკაცია, ის სისტემის საინტერესო მსახურია!
„დავით ჩხატარაშვილი იყო დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთი საინტერესო მსახური", - ამის შესახებ „რეპორტიორთან" საუბრისას პრემიერის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილესთან მას არჩევნების შემდეგ რამდენჯერმე ჰქონდა კომუნუკაცია, კვლევასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუხაშვილი ატარებდა.
„არჩევნების შემდეგ დავით ჩხატარაშვილთან რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაცია, ეს იყო დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთი საინტერესო მსახური. მაშინ ვატარებდი კვლევას, როგორ მუშაობდა დანაშაულებრივი სისტემა და ასევე დამედგინა - როგორ იგეგმებოდა დანაშაული წინა ხელსუფლებაში. მისგან ვცდილობდი, რაღაც ინფორმაცია მიმეღო. ბევრი ვერაფერი, მაგრამ გარკვეული ინფორმაცია მივიღე, ეს იყო და ეს. საქმე, რაზეც ის დააკავეს, რამდენადაც მე ვიცი, დიდი ხანია მიმდინარეობს. საქმის დეტალები არ ვიცი, მაგრამ მისი როლი ცნობილი იყო საკმაოდ კარგად", - განაცხადა ხუხაშვილმა.
This post has been edited by temart on 8 Dec 2013, 12:05