ფეხბურთი რომ სპორტის მეფეა ამაზე მთელი მსოფლიოს უდიდესი ნაწილი თანხმდება, მეც მათ შორის ამ უდიდესი ნაწილის აზრზს ვიზიარებ . ბავშვობიდან ვადევნებ თვალყურს საფეხბურთო ბატალიებს, მაგრამ ერთმა ფეხბურთელმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ,
ისეთი როგორიც სხვისი შემხედვარე არ განმიცდია და ვეჭვობ ვერც აწი განვიცდი (სამწუხაროდ)
ეს ფეხბურთელია მისი უდიდებულესობა რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა , იგივე ფენომენი , მახსოვს პირველად მისი თამაში რომ ვნახე ფეხბურთი და თავად რონალდო უზომოდ შემიყვარდა და იქიდან მოყოლებული ორივე ძალიან მიყვარს
მსგავსი თემა ამ განყოფილებაში სავრუდოდ იქნებოდა გახსნილი , იმიტომ რომ ვისაც ამ ბიჭის თამაში ერთხელ მაინც გინახავთ დამეთანხმებით რომ განუზომლად დიდი ნიჭის და ტალანტის ფეხბურთელზეა სუბარი და რომ არ ის ურთულესი ტრამვები რომელის მსგავსიც არვის გადაუტანია ალბათ ფეხბურთის მეფის ტიტულს პელე თავის ხელით გადსცემდა

, მე კიდევ ერთხელ მინდა თქვენის ნებართვით გავაიხსენოთ ეს უდიდესი ფორვარდი და არა მარტო ფორვარდი , უნიჭიერესი , ულამაზესი ფინტებით და სოლორეიდებით განთქმული , ფენომენად წოდებული რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა , მაინტერესებს ფორუმზე რამდენი თაყვანისმცემელი ყავს
გავიხსენოთ მისი თამაშები , რას ფიქრობთ ამ მოთამშეზე ? გინახავთ თუ არა მისი თამშები (განსაკუთრებით მესის და კრისტიანოს ეპოქის გულშემატკივრებს) ? და ასე შემდეგ ...
მე გამიმართლა რომ მისი კარიერის საუკეთესო წლებში ვადევნებდი მის თამაშს თვალს (მიეხედავად იმისა რომ არც ინტერნეტი იყო, არც ტელევიზები გვიჩვენებდნენ ასე ადვილად თამშებსს ) მაინც ვახერხებდით რაღაცეებს , ვისაც არ გინახავთ მისი თამაშები ძალიან ბევრი დაგიკარგაავთ)
პ.ს ეს ჩემი პირველი თემაა ამ განყოფილებაში და არც გავხსნიდი რომ არა რონალდო







