მოგესალმებით
მე ვარ ახალი ადამიანი, რომელსაც რეკლამამ ტვინი გამოურეცხა და ერთი უხარისხო ნივთიდან მეორეზე გადადის, რადგან დიადმა რეკლამშიკებმა დაგვაჯერეს, რომ სადღაც უკეთესი ყოველთვისაა. კარგი რომც გამოჩნდეს, არჩევანის მრავალფეროვნების გამო მაინც ახალს ეძებ. და უკვე ურთიერთობების სფეროც განივთებულია
მე ვარ ადამიანი, რომელიც მოგონებებს აყალბებს. სადმე ყოფნისას , თუნდაც ბუნებაში პროცესით კი არ ვიღებ სიამოვნებას,ვიღებ სურათს, სადაც ვიღიმი და ტვინში იქმნება წარმოდგენა, რომ შენ იმ დღეს კარგად გაატარე დრო.
მე ვარ ადამიანი, რომელიც სვამს ჩაის, რაღაცას თამაშობს,თან ვიღაცას წერს,თან მობილურზე საუბრობს... მე ბევრ რამეს ვაკეთებ ერთდროულად და ამით ყველაფერს ფასს ვუკარგავ,რადგან მექანიკური ხდება ეს ქმედებები და ვერაფერს გემოს ვერ ვატან.
მე ვარ ადამიანი , რომელსაც საკუთარ გრძნობებთან მარტო დარჩენის მეშინია და სიცარიელეს თუნდაც ვირტუალური მეგობრებით ვივსებ.
მე ვარ ზედაპირული ადამიანი
მოკლედ
ვდებთ საკუთარ და არამხოლოდ საკუთარ აღსარებებს მსგავს ფორმაში.
ვადანაშაულებთ დროებას და არა საკუთარ თავებს