როგორც ახლანდელი მთავრობა გვეუბნება ბიზნესს ექნება ყველანაირი პირობა განვითარებისთვის. მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. მოგეხსენებათ რომ ყველა ახალ ბიზნესს ესაჭიროება რეკლამა რათა მომხმარებლამდე მიიტანოს თავისი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია.
ანუ რეკლამა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ბიზნესის განვითარებაში. ჰოდა მინდა გითხრათ რომ ამ მიმართულებით არის სრული მონოპოლია. ქალაქში რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება აქვს კომპანიას outdoor.ge-ს. როგორც ირკვევა იმისათვის რომ საკუთარ მიწაზე განათავსო რეკლამა ამისათვის უნდა მიმართო მერიის არქიტეტურის სამსახურს. ყველა სხვა შემთხვევაში კი ამ კომპანიას რომელიც რბილად რომ ვთქვათ არაფერში აკეთებენ ფულს და ახალბედა ბიზნესმენებს წეწავენ.
http://www.outdoor.ge/ ამ გვერდზე მოვიძიე საკონტაქტო ინფორმაცია და გასაუბრებისას გაირკვა რომ უბრალო ბანერის განთავსების ფასი სულ მცირე არის 150 ლარი თვეში 1 კვადრატულ მეტრზე.
აგერ კიდევ ვიდეოს დავდებ სადაც ამ კომპანიაზეა საუბარი. მივმართავ ახლანდელ მთავრობას: რამე გააკეთეთ რომ მცირე ბიზნესი ჩანასახშივე არ ჩაკვდეს. იყოს ჯანსაღი კონკურენცია ამ მიმართულებით და ფასებიც ნორმალური და არა მონოპოლიური იქნება.
.
მინდა მჯეროდეს რომ ახალი მთავრობა რამე სასიკეთოს გააკეთებს.
პ.ს. რომელიმე პარტიაზე ჩემს მიკუთნებას ნუ შეეცდებით. უბრალოდ მინდა რომ სამართლიანობა აღდგეს.