









+8°C
USD 1.6585 -0.0022
EUR 2.2128 -0.0117
06.10.2013 23:58:50
პოლიტიკა საზოგადოება სამართალი ეკონომიკა შემთხვევა პოზიცია მსოფლიო სოც.მედია სხვადასხვა
მიმდინარე ამბები
ექსკლუზივი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ბაზების მშენებლობის ტემპები
პრეზიდენტი ახალაიას საქმეზე: ესაა საქმე, რომელიც „კანონიერი ქურდების“ ჩვენებებს ეფუძნება
ქართულმა მხარემ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხს, შესაძლოა, გადახედოს?
ლომოური: ქართული პოლიტიკა ამჟავებული კერძია, რომელიც საზოგადოებას წამლავს
კრემლის ტერიტორიაზე ჩამქრალი ოლიმპიური ცეცხლი სანთებელით აანთეს (ვიდეო)
ტაშ-ფანდურშიც კონკურენტები გვყავს...
პრეზიდენტმა „ვერის უბნის მელოდიების“ ფრანგი რეჟისორი დააჯილდოვა
ბარნოვი: „თუ უნდათ, კერძო ვიზიტით წავიდნენ სოჭში და მერე შევაფასებთ ამ ნაბიჯს...“
ანდრო ბარნოვი დვანში: „კამერების გარეშე მივდივარ და სტუდენტების აქციას ვუერთდები“
დვანში მცოცავი ოკუპაცია 300-ზე მეტმა სტუდენტმა და პროფკავშირების ახალგაზრდობამ გააპროტესტა
დვანში საპროტესტო აქციას 50-დე სასწავლებლის სტუდენტი გამართავს
კორკოტაშვილი „ოცნების“ წარმომადგენლებს ლინჩის წესით გასამართლებით ემუქრება
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ვინ დაიჭერს სოჭის ოლიმპიურ ჩირაღდანს, არაფერს ცვლის
ბრიტანეთში სასმართლოზე ფიცის დადების პროცესში, შესაძლოა ბიბლიაზე დაფიცება გააუქმონ
ძაღლი (პუტინი) ყეფს, ქარავანი (უკრაინა) ევროპისკენ მიდის: აბრა ბორისპოლში
პოლიტიკა
ექსკლუზივი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ბაზების მშენებლობის ტემპები
21:57 2013-10-06
,,google maps“-ის 2009-2010 წლებისა და ,,bing maps“-ის 2013 წლის თანამგზავრული გადაღებები.
„ნიუპოსტი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ვიზუალურ მასალას, რომელიც ცხადად აანალიზებს და ხატავს რეალურ სურათს იმის შესახებ, თუ რა სიტუაციაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებში.
კონკრეტულად ამ მასალაში განხილულია მდგომარეობა, რომელიც გუდაუთაში ოკუპანტთა მე-7 და ცხინვალში, მე-4 ბაზაზეა შექმნილი.
კონკრეტული ვიზუალური მტკიცებულებების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ თვალყური მიადევნოთ, როგორ ვითარდებოდა და ვითარდება ინფრასტრუქტურა ამ ბაზებზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ.
,,google maps“-ის 2009-2010 წლების თანამგზავრული გადაღებებისა და ,,bing maps“-ის 2013 წლის თანამგზავრული გადაღებების მცირე ანალიზი-შეფასება ნათლად გვიჩვენებს ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის მე-7 ბაზაზე, ოჩამჩირის პორტში, ასევე ცხინვალის მე-4 ბაზაზე, ცხინვალსა და ჯავაში 2010 წლისთვის არსებულ მდგომარეობას სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებით.
კარგად ჩანს, რომ თავდაპირველად ბაზებზე მცირე ობიექტები და შედარებით უმნიშვნელო ინფრასტრუქტურა იყო, ხოლო 2013 წლის მდგომარეობით, იგივე ადგილები თითქმის დასრულებული ინფრასტრუქტურითაა წარმოდგენილი.
ეს კიდევ ერთხელ აცამტვერებს მითს იმის შესახებ, რომ რუსეთი მზადაა, გარკვეული დათმობების სანაცვლოდ, საქართველოს ხელისუფლებიდან ე.წ. კონსტრუქციული ნაბიჯების დანახვის შემდეგ მზადაა, რაიმე ფორმით გადახედოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისა და იქედან სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საკითხს.
ამ თანამგზავრულ გადაღებებს მიბმული აქვს კონკრეტული ფოტოები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან (სლაიდებზე აღნიშნულია, რა ობიექტია და როდისაა გადაღებული).
გარდა ამისა, შეიძლება დამატებით ითქვას, რომ ამ სამხედრო ბაზების მშენებლობა 2009 წლის ბოლოსა და 2010 წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა ფორსირებული ტემპი 1-1,5 წლის წინ მიეცა.
ასევე მიმდინარეობს არამხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, არამედ, რუსი სამხედროებისთვის კეთდება სოციალური ინფრასტრუქტურა(სკოლა, ბაღი,პოლიკლინიკა, სპორტული მოედნები და სხვ.).
გუდაუთის მე-7 ბაზა, 2013გუდაუთის მე-7 ბაზა, 2013წ.
გუდაუთაში ბაზის მშენებლობასთან ერთად ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობდა, რასაც, ცხადია, ავიაციისთვისაც გამოიყენებენ. რუს ოფიცრებს და ე.წ. კონტრაქტნიკებს მოტივაციას უზრდიან ცოლ-შვილის ჩამოყვანის უფლების მიცემით, აფხაზეთში კი იქ ჩასახლების პერსპექტივასაც უსახავენ.
რუს ოკუპანტებს საკმაოდ დიდი ხელფასები აქვთ: ჩვეულებრივ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცს 300 დოლარამდე, ე.წ. კონტრაქტნიკს 1200 დოლარამდე, ოფიცრებს კი რანგის მიხედვით 1500 და ზემოთ.
ცხინვალი-თამარაშენი, ე.წ. მოსკოვის მ/რჯავა-უგარდანტას მონაკვეთი, 2012, დეკემბერი
ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება ე.წ. კონტრაქტნიკების მოზიდვაზე მახვილდება, უმეტესად ისეთ სპეცდანაყოფებში, როგორიცაა დაზვერვა, საინჟინრო და სხვა.
ყურადღება ეთმობა ეთნიკურ კუთხესაც, ანუ აფხაზეთში და ცხინვალში ციმბირიდან და რუსეთის ჩრდილოეთიდან იზიდავენ კონტინგეტს.
რუსი სამხედროები ერთმანეთთან ხშირად ჩხუბობენ ტელეფონის, ტანსაცმლისა და ფულის გამო. დედოვშჩინა, ლოთობა, ნარკომანია, ე.წ. ყომარი ოკუპანტ ჯარისკაცებს შორის ჩვეულებრივ ყოველდღიურობადაა მიჩნეული.
გასაიდუმლოებული სტატისტიკიდან სხვადასხვა სამხედრო ფორუმზე გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ ცხინვალში ბოლო პერიოდში ექვსი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა თვითმკვლელობით ან გაუფრთხილებლობით, დაუდევრობით გამოწვეული უბედური შემთხვევის გამო. ხშირია ადგილობრივი ახალგაზრდა კრიმინალების მხრიდან რუსი სამხედროების გაქურდვისა და დააყაჩაღების ფაქტები როგორც ერთ, ასევე მეორე ოკუპირებულ რეგიონში.
ცხინვალში დისლოცირებულ მე-4 სამხედრო ბაზას გენერალ-მაიორი შუშუკინი, გუდაუთაში არსებულ მე-7 ბაზას კი გენერალ-მაიორი რიზანცევი ხელმძღვანელობენ. მათ სამხრეებზე გენერლის ვარსკვლავი ცოტა ხნის წინ, ბაზების ინფრასტრუქტურის სათანადოდ განვითარების შედეგად გაჩნდა.
http://www.newposts.ge/?l=G&id=20841