საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, სასოფლო–სამეურნეო ბარათები მომავალ წელს არ დარიგდება.
ამის შესახებ აგულაშვილმა Frontnews-ის პრესკლუბში სტუმრობისას ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მომავალ წელს სასოფლო–სამეურნეო ბარათების დარიგებას შეეხებოდა.
“ზუსტად იმ ტიპის პროექტები, რაც წელს გვქონდა, არ იქნება, მაგრამ ახალი პროექტების განხორციელება იგეგმება. თუ მიმდინარე წელს ჩვენი ამოცანა იყო, „გაგვეღვიძებინა“ პროცესი და დაგვეინტერესებინა როგორც მოსახლეობა, ისე კერძო სექტორი, ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ – ფერმერების ინტერესი ჩანს, მათი მოთხოვნა გაიზარდა, ბანკები გამოჩნდნენ და ახალი საწარმოები ფინანსდება; შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ „გამოღვიძების პროცესს“ თავი წარმატებით გავართვით. შემდგომ ეტაპზე კი ახალი ამოცანები გვაქვს დასახული, რომელიც უნდა შევასრულოთ, ეს იქნება იმ ტიპის პროექტები, რომელიც ამ პროცესს წაახალისებს“, – განაცხადა აგულაშვილმა.
http://frontnews.ge/ge/news/10352-%E1%83%9...h.dsLCLTUu.dpuf