megreრა თქვა განსაკუთრებული შეგიძლია მითხრა?
მაგ ჯაფარიძეს ისევე ესმის ეკონომიკა როგორც შენ. ერთი ეგაა პატარა ტყუილებში ამხილა მთავრობა და ეგეთ ტყუილებს(დაჟე დიდებსაც) თქვენ ხომ პიარს ეძახით?
აი მაგ ქლიავი ჯაფარიძის ტყუილებიც:
1. ჩვენ დროსო ეკონომიკის ზრდის იმიტაცია არ ხდებოდაო. იმდენი მე მაგის დედაც, რაც ორჯერ და სამჯერ არ გაუხსნიათ ერთი და იგივე დუქანი.
2. ბიუჯეტშიო ჯარიმები და პრივატიზაციის თანხა ბევრი არ იყოო. რეალურად თუ შევხედავთ, ამ ე. წ. პრიხვატიზაციამ გაფლანგა სახელმწიფოს ქონება და ჩაუგდო ხელში ნაც-მაფიოზებს, ჯარიმებმა და საპროცესოებმა კი უდიდესი ზარალი მიაყენეს მოსახლეობას.
მაგალითისთვის გაყიდეს საძოვარი 1000 ლარად. ეს დიდი არაფერი თანხაა, მაგრამ ამით მოსახლეობას მიაყენეს 10 000-ის ზარალი! სამაგიეროდ ვიღაც მაფიოზმა ჩაიგდო ხელში ეს მიწა და ბიუჯეტშიც შეიტანა და ნაცების ყულაბაშიც, მოსახლეობა რომ გაღატაკდა ეგ არაფერი.
3. ეკონომიკური ინდექსებიო ჩვენს დროს გაიზარდაო.
კარგად მახსოვს ბიზნესის დაწყების ინდექსის ზრდა, ზუსტად იმ დროს, როცა გაქანებული ბიზნეს-ახევები მიდიოდა.
4. მხოლოდ 25%-ს არ უშოვია ფულიო... რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებმა იშოვა!
5. ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნება არ არისო დიდი საამაყოო. თქვენ თუ იცით რომ მეწარმეებს წინა წლის მოგების მიხედვით თხოვდნენ გადასახადს? თუ ზარალზე იყავი ფეხებზე ეკიდათ, მერე გამოგიკლებვთო მოგებიდანო

.
6. სოფლის მეურნეობაშიო ივანიშვილმა ჩადო 200 მილიონი ფული და მაგიტოა წარმატებაო.
არადა მაგ ივანიშვილის ფულმა ორი იმდენი კიდო მოაგებინა გლეხებს კარგი მოსავლის სახით.
7. ვალები არ დაგვიტოვიაო გაზრდილიო.
ნამდვილად გაზრდილი ვალები დატოვეს, და ის რომ შემოსავლებთან მიმართებაში პროცენტულად არ ჩანს გაზრდილი სულ სხვა ოპერიდანაა და საერთოდაც არ შეიძლება შევარდნაძის დროსთან შედარებით ბლატაობა, რადგან შევარდნაძის დროსაც თითქმის ისევე ცხოვრობდა ხალხი როგორც ნაცების დროს, უბრალოდ ლევი თანხები და ფარული შემოსავლები იყო და არ ჩანდა.
ბოლოს გეტყვით რომ ეკონომიკა არც გაქცეულა და არც წაქცეულა, რაც იყო ის დარჩა. შეიცვალა მხოლოდ პრიორიტეტები და შემოსავლებმა ნაც-ბიზნესმენებიდან გადაინაცვლა ხალხის ჯიბეებისკენ. ხალხის ჯიბე კი არსად არ ჩანს და არ ფიქსირდება. მაგალითისთვის კახელმა გლეხებმა ისე კარგად იხეირეს, რომ მათი ოჯახური მშპ რამოდენიმეჯერ გაიზარდა.
This post has been edited by m e r a on 1 Oct 2013, 21:52