სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება. უარის თქმის პრაქტიკა ჯერ კიდევ მაშინ ჩამოყალიბდა როცა სსრკ ავღანეთში შევარდა. საერთაშორისო ღონისძიებები და ოლიმპიადები კიდევ ერთი ძლაიან კარგი საშუალებაა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და რაც მთავარია ფაქტის რომ ოკუპირებულები ვართ. ქვეყნის 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთი აგრძელებს მავთულხლართების პოლიტიკას .რუსეთმა არამხოლოდ აღიარა აფხაზეთი და ოსეთი, არამედ იქ თავისი სამხედო ბაზები განათავსა. ამასთანავე ეს ორი თვითგამოცხადებული სახემლწიფო მონაწილეობას იღებს ამავე ოლიმპიადაში. ის ფაქტი რომ 2008 წლის ომის მონაწილე რუსი ავიატორი ოლიმპიადის მეჩირაღდნეა, ცალსახად ხაზს უსვამს რუსეთის ცინიკურ დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ.
ამასთანავე სულ რამდენიმე სპორტსმენს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ამ ოლიმპიადაში. იმიტომ რომ ეს არაა ჭიდაობა და სხვა ისეთი სპორტი სადაც რეალურად წარმატების შანსი გვაქვს. ასე რომ დანაკარგი ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის არ მიღების არც ისე ბევრია, მთავარია ჩვენ ჩვენი თავმოყვარეობა რად გვიღირს.
თუ თქვენც იგივეს ფიქრობთ, შემოგვიერთდით !
ბოიკოტი სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადას!
This post has been edited by Wii on 7 Oct 2013, 17:47