ეს ჩემი მეგობრის სტატუსია ფეისბუქზე
ვიმსჯელოთ ვიკამათოთ და ასე შემდეგ
დროშიან მიშიანებო - ეს არაა "ქართული ოცნების" პოზიცია
ქოცებო - ეს ისაა რაც ადრე თუ გვიან უნდა გაიგოთ

))))))))))))
მოკლედ
ბოლო(განსაკუთრებით) 20 წლის განმავლობაში
რუსული პოლიტიკის ყველა წარმატება საქართველოში
პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობის ზეემოციურობის
ილუზორული პატრიოტიზმის და ახლომხედველობაზე იყო დაფუძნებული
ქსენოფონტეს წერს ანაბაზსისში
კოლხებთან ბრძოლის დროს ძველ გამოცდილებას თუ არ გავიზიარებთ
უეჭველი მარცხი გველისო
ამიტომაც სასწრაფოდ უნდა ავაგოთ კოლხთა პირველი დარტყმების მოსაგერიებელი ხის კედლები
დამიჯერეთ მათზე უფრო გულანთებული და მამაცი მეომრები სამყაროში არ მეგულება
თუმცა ერთი ნაკლი აქვთ და ის უნდა გამოვიყენოთო
ორი დღე უნდა გავუძლოთ მათ შემოტევებს
ორ დღეში დაიღლებიან და წავლენ თავთავიანთ სახლებში მოსალხენადო
2300 წლის წინ დაწერილი დღემდე რომ მუშაობს
აი ეგაა გასაკვირი

)))))))))))))
ასე იყო ცხინვალში ომის გაჩაღების დროს
აფხაზეთის ომის გაჩაღების დროს
გალის მარულას მოწყობის დროს
მერე მიშიკოს დროს (ჯერ კიდევ მაშინ როცა ბაღაფშის წინადადებები მოლაპარაკებების შესახებ, როგორც "ღირსების" მქონე ქართველმა ჩაშალა)
მერე ნებისმიერ დუმაში გაკუებულზე ქართული ტელევიზიების ინდაურულ ყლოყინს თუ გავიხსენებთ
მერე 2008 წლის 3 დღიანი გმირული ომი
მერე 2012 წლის არჩევნები (სადაც როგორც აღმოჩნდა საზოგადოების მოლოდინი ძველის იდენტური ყოფილა)
ბოლოს ეს ოლიმპიადა, დვანი და ა.შ.
და ეს ამხელა აურზაური და ინდიუკპატრიოტიზმის თამაში იმ ფონზე
როცა ქართულ ტელესივრცეში უკვე საუკუნეა სოხუმის ცოცხალი კადრი არ გასულა
არავის მოსვლია აზრად რომ ენგურსაქეთ დარჩენილ ქართველებს აჩვენონ
ან მოუყვნენ
ან სხვისი მოყოლილი და ნანახი გაუზიარონ
რა ხდება თანამედროვე აფხაზეთში
რა იდეალებით ცხოვრობს მისი ახალგაზრდობა და გმირი ხალხი?
ან აფხაზეთის საფეხბურთო ჩემპიონატზე მოუყვნენ აქაურ ფეხბურთის ფანებს
იქ ჩემპიონ გუნდს საიდ თარბა წვრთნის (ყოფილი თბილისისდინამოელი)
და საუკეთესო ფეხბურთელი დათო ლორთქიფანიძეა
აი ასეთ ფონზე
როდესაც ქართული საზოგადოება სრულ ინფორმაციულ ბლოკადაშია
და პრობლემის აზრზე არაა
ვიღაც რუსი რობოტი მფრინავის მიერ ხელში ოლიპიური ჩირაღდნის ჭერა
სწორედ რომ საქართველოს "მყისიერ" რეაქციაზეა გათვილი
ხალხო!!!!!!!!!!!!
თუკი ღირსებაზე და საკუთარი ერი პატივისცემაზეა საუბარი
აუცილებლად ჯერ პრობლემის არსში უნდა გავერკვეთ
და მოწინააღმდეგეს უნდა დავარტყათ იქ
სადაც არ მოელის
თორემ თითეულ მის გადმოგდებულ ანკესს თუ ძველებურად
ზეემოციური სისწრაფით ჩავყლაპავთ
უეჭველად გადაგრძელებთ 20 წლიან გმირეულ ტრადიციას
საბოლოო განადგურებემდე მივიყვანთ ქვეყანას