პირველად იყო ღმერთი და ღმერთმა შექმნა დანარჩენი ყველაფერი.
მაინტერესებს ვრცელი მასალა(ქართულ ენაზე)
1.როდის და რატომ შეიქმნა ანგელოზები
2.ანგელოზთა ფუნქცია მოვალეობები ადამიანის შექმნამდე
3.რიცხვი თუა ცნობილი მათი რაოდენობის
4.იერარქია-როგორ იყო სულ თავიდან განხეთქილებამდე(ძალა და უფლება ღმერთის შემდეგ ვის როგორ ქონდა უპირატესობა,ვინ იყო მეორე,მესამე და ასე შემდეგ)
5.განხეთქილება(ნამდვილი მიზეზი)
6.ვინ და რამდენი განუდგა ღმერთს
7.ისევ იერარქია-განხეთქილების შემდეგ
8.ადამიანის შექმნის საჭიროება(როცა უკვე ყავდა ღმერთს ადამიანზე ბევრად ზემდგომი გონებით და შესაძლებლობებით-ანგელოზები)
9.მფარველი ანგელოზები მიეკუთვნებიან თუ არა ანგელოზთა იერარქიას და რომელ საფეხურზე არიან,ვის ემორჩილებიან და მათ ვინ ემორჩილება
10.ჯერ სხეული შექმნა და მერე შთაბერა სული-სხეულის შექმნისთანავე(ჩასახვის) იქმენება სული თუ მანამდეც არსებობს
11.თუ მანამდეც არსებობს-ესეიგი დაბადებამდე რიგში დგანან?რას აკეთებენ -აქვთ თუ არა სულიერი ცხოვრება ხორცილ ცხოვრების დაწყებამდე და თუ აქვთ მოეკითხებათ თუ არა მათ სულიერი ცხოვრების დროს ჩადენილი დანაშაული(ადამიანის სული ხომ ცოდვილია,ცოდვა კიდევ არამატერიალურ სამყაროშიც ხდება როგორც ჩანს როცა ამპარტავნობამ შეიპყრო ლუციფერი და განუდგა ღმერთს,ამისთვის იმასაც ,,მეეკითხა'')
12.თუ სულმა ცასახვამდე კარგი ცხოვრებით იცხოვრა და ჩასახვის შემდეგ არამართლმადიდებლურად,ამ დროს რა ხდება,რომელი მოეკითხება საზვერეებზე-სულს ხომ ვერ გაყოფენ 2 ნაწილად,ერთს ჯოჯოხეთისთვის ხორციელი ცხოვრების ცოდვებისთვის და მეორეს სამოთხისთვის-სანამ ჩაისახებოდა ადამიანის სხეულში იმ სულიერი ცხოვრების კარგი საქციელისთვის
13.ვინ ქმნის სულს-მამაღმერთი თუ სულიწმინდა.სამსახოვანი ერთი ღმერთი ვერ შექმნის რადგან,როცა ძე ღმერთი დედამიწაზე იყო და ადამიანის ბუნებით ცხოვრობდა-მაშინაც ხომ იქმნებოდა სულები და ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა იმიტომ რომ ადამიანური ბუნებით ამას ვერ შეძლებდა,დარჩა მამაღმერთი და სულიწმინდა,თუ დავუშვებთ ლოგიკურად რომ თუ ძე ღმერთი არ მონაწილეობს სულების შექმნაში,ლოგიკურია რომ სულების შექმნაში არ მონაწილეობდეს კიდევ ერთი,ან მამა ღმერთი ან სულიწმინდა
14.ვერაფრით გავიგე-სამი როგორაა ერთი და ერთი როგორაა სამი(მამაღმერთი,ძე ღმერთი და სულიწმინდა)ერთი ერთია,სამი სამი.
სამი ღმერთია და ერთმანეთის თანხმობით მარტო არცერთს შეუძლია რამის გაკეთება-გადაწყვეტა თუ ერთი ღმერთია და... აქ უკვე ვიჭედები ლოგიკაში,ერთს ვერაფრით ვხდი სამს,პიროვნების გასამება გამომდის(პიროვნების გაორება გამიგია

)
15.რატომ აქვს ღმერთს სქესი.სქესი ხომ მხოლოდ იმათ ჭირდებაც ვინც მრავლდებიან.ღმერთიც მრავლდება?
16.სადაა დედა ღმერთი,(ამაზე ადრეც მქონდა თემა გახსნილი) თუ არის მამა,თუ არის ძე-დედაც უნდა გვყავდეს რომ ლოგიკური ჯაჭვი შეიკრას
17.ევას საქციელით მდედრის ბუნების დაწყევლამდე გამოდის მანამდეც ვერ იტანდნენ მდედრებს ადამიანსი შექმნმადე რადგან არსად მახსოვს მდედრი ანგელოზი
18.ანგელოზებს თუ აქვთ სქესი.თუ არ აქვთ რატომ არ აქვთ?ღმერთს ხომ აქვს?ხორციელ ორგანიზმებს ხომ აქვთ? და თუ აქვთ ისინც მარტო მამრები არიან?მდედრი ანგელოზებზე თუ არსებობს ინფორმაცია
ამ კითხვებიდან რამდენიმეზე არის ინფორმაციები მაგრამ გაბნეულია სხვა და სხვა თემებში,იქნებ აქ -ერთად მოვუყაროთ თავი ინფორმაციის წყაროს მითითებით(ისევ და ისევ ქართულ ენაზე)
This post has been edited by giorgevich23 on 8 Oct 2013, 05:32