#38314128 · 8 Oct 2013, 23:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს მარშუტკაში ვიჯექი, ორი გოგო ამოვიდა, ერთი ძაან ლამაზი, მეორე ... ხოდა ეს ლამაზი გოგო მომიჯდა გვერდით, თავიდან არაფერი და ერთი 5 წუთის მერე შევხედე და მართლა ლამაზი იყო, მეორედაც შევხედე, იმანაც შემამჩნია რომ ვუყურებდი ცერა-ცერა ისიც მიყურებდა, თან ტუჩებს ბუშტავდა რაღაც უცნაურად. ხოდე კიდევ ერთი რომ გავხედე, შემომიტრიალდა უცებ და ჩემი დედა ვატირე ცხოვრებაში ესე არავის დავუკაჩავებივარ იმან რომ მაკაჩავა, რას მიყურებ და მომაშტერდი შე დეგენერატოო, თავხედი ხარ ვიღაცა რა თვალი გაგიშტერდაო, მაპატიე მეთქი რა ბოდიში შე თავხედო რას დგახარ და მიყურებო. ხმას არა ვცემ, დავიბენისავით მთელი მარშუტკა გასუსულია უყურებენ როგორ მიტრაკებს ეს. ერთი 5 წუთი ზის და ძაბავს კიდე, თავის დაქალსებაზრება, ნახე ეს თავხედი რა მომაშტერდაო, იმანაც ყველას კი არ უნდა აყვეო. ჩემი გაჩერება რომ მოვიდა, ნაპირზე მე ვუჯექი და გამატარებ მეთქი ვკითხე, გაგატარებ მა რას ვიზამ არა აქ დაგტოვებო. ჩამოვედი.
|