#38320820 · 9 Oct 2013, 16:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოში 11 ოქტომბერს წმინდა სინოდის მორიგ სხდომაზე 4 ეპისკოპოსს სასულიერო საქმიანობას ჩამოაშორებენ და პენსიაზე გაუშვებენ.
News.ge-მ საპენსიოდ გამზადებული კანდიდატებიდან მხოლოდ სამის ვინაობის დადგენა შეძლო. News.ge-ს წყაროს ცნობით, პენსიაში გავლენ ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი), ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე), მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი).
11 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა12.00 საათზე დაიწყება.
წმინდა სინოდის საშემოდგომა სხდომა სვეტიცხოვლობის დღესასწაულემდე უნდა გაიმართოს. სხდომა წელს უკვე მეორედ ტარდება. წმინდა სინოდის სხდომებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ხელმძღვანელობს.
--------------------
შ ე რ ი გ დ ი თ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|