ამ დაქცეულკ ქვეყანაში და ამდენი გაუბედურებული ადამიანების ფონზე არავის უნდა ეძლეოდეს საშუალება იმისა რომ საბიუჯეტო თანხებით იყიოდონ განსაკუთრებით ძვირადღირებული (არაფრად აუცილებელი!) ავტომანქანები და სხვა საოფოსე ინვენტარი!!!... (სუბარია გაბერილხარჯიან მივლინებებზეც!)

ზოგიერთ სამინისტროს საბიუჯეტო დაფინანსება უმცირდება
11:24 08-10-2013
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი გაუნახევრეს. საბიუჯეტო დაფინანსება უმცირდებათ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს , იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და ენერგეტიკის სამინისტროებს.
2014 წლის ბიუჯეტის პროექტით, შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 მილიარდ 380 მილიონი ლარით, ხოლო საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 6 მილიარდ 950 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 22,3%-ია.
მომავალი წლის პრიორიტეტებში ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორები შედის. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 355 მილიონი ლარით - 2,7 მილიარდ ლარამდე გაიზრდება; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - 91 მილიონი ლარით (764,3 მილიონ ლარამდე). სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, დაახლოებით, 50 მილიონი ლარით მეტი, 290 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მომავალ წელს 37,5 მილიონი ლარით შეუმცირდება და 891 მილიონი ლარს შეადგენს. კლება იძულებით გადაადგილებულ პირთა ხარჯზე განხორციელდება (მათ დაფინანსება 36 მილიონი ლარით შეუმცირდებათ). შემცირდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების ღირებულებაც ( 27 მილიონი ლარით).
21,4 მილიონი ლარით მოიკლებს იუსტიციის სამინისტროს, 19,3 მილიონი ლარით კი - სასჯელაღსრულების სამინისტროს ბიუჯეტები. დაფინანსება გაუნახევრდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 25 მილიონ ლარამდე, ძირითადად, არაფინანსური აქტივების შემცირების ხარჯზე. თუმცა, საგულისხმოა, რომ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის მომავალ წელს მილიონ-ნახევარი ლარით ნაკლები დაიხარჯება (4,9 მილიონი ლარი). 2012 წელს ეკონომიკის სამინისტროსთვის ბიუჯეტში 183,5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. დაფინანსება 15 მილიონი ლარით შეუმცირდება ენერგეტიკის სამინისტროსაც.
თავდაცვის, კულტურის, შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროებისთვის განკუთვნილი ასიგნებები უცვლელი რჩება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს მომუშავეთა ხელფასები გაისად 33,9 მილიონი ლარით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კი - 721 ათასი ლარით გაიზრდება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 1,8 მილიონი ლარით გაუზარდეს დაფინანსება, საიდანაც ხელფასებზე მომავალ წელს 4,9 მილიონი ლარით მეტს დახარჯავენ.
მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტში დღიდან იწყება.
იპნ
ბბ
მიაღებინე პარლამენტს კანოი იმის შესახებ რომ საბიუჯეტო/ადმინტრაციული ხარჯები არა ნებიმიერი სამინისტროს კომპეტენციაში, არამედ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყოს მოქცეული!!! და რომ გარკვეული მოცულობის თანხები კონკრეტული სამინისტროსთვის (იგივე სამივლინებო/ადმინისტარციული) გაწერილი იქნეს ყოველთვიურად, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა!....
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...