ინგა გრიგოლია ტელეეკრანს ტვ3-ის ეთერით უბრუნდება. ახალი არხი და მონატრებული წამყვანი - პირდაპირი ეთერი, ყველაზე მწვავე და აქტულური კითხვები. ცნობილი ქართველი ტელე-წამყვანი ტვ3-ის ეთერში სექტემბრიდან გამოჩნდება.
ინგა გრიგოლიასა და ტვ-3-ის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება უკვე შედგა. რატომ ტვ3 ამ კითხვაზე ცნობილ ტელე-წამყვანს ორი მიზეზი აქვს – პირველი, ის რომ ახალი ტელევიზია კეთდება და მეორე – მისთვის საინტერესო ყოველდღიურ რეჟიმში პროექტის კეთება აღმოჩნდა.
ტვ3 – ტელევიზია, რომელსაც აქვს ამბიცია ახალი და განსხვავებული სიტყვა თქვას ქართულ მედია სივრცეში. ჩვენ არ ვმალავთ ფაქტებს, არ ვყვებით შელამაზაბულ სინამდვილეს, არ ვართ მოწოდებული, არ დავინახოთ კარგი – ჩვენ ვქმნით ტელე-არხს, რომელიც აშუქებს მოვლენებს და არ ამახინჯებს მათ.ინგა გრიგოლიას პროექტი ტვ3-ზე ეს არის შეთავზება მაყურებლისთვის, გაიგოს ახალი, მოისმინოს აქტულური და გაანალიზოს ყოველდღიური პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრება.
მხოლოდ ტვ3-ზე და მხოლოდ ამ პროექტში თქვენ გაიგებთ რეალურ პასუხებს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე
ის, რომ ეს არ არის საკუთარი არხისა და პროექტის გადაჭარბებული შეფასება, ამისთვის უბრალოდ უნდა დაელოდოთ ტვ3-ის ახალ ეთერს სექტემბრიდან.
http://tv3.ge/index.php?m=764&newsid=14179...wp9Eic.facebookარადა პირველ არხზე იყო გადასული და უკვე გადაცემას ამზადებდა.
რა მოხდა ხო არ იცით?
და საერთოდ ვისია ეს ტელევიზია და რა მიზნები აქვტ?
xodaa... :)