9 ოქტომბერი / 2013
ევროკავშირმა სომხეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე გადაწყვეტილება მიიღო, - შესაბამისი დოკუმენტი ბრიუსელში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს დაამტკიცეს.
"სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს თანამშრომლობას, კერძოდ, მოქალაქეთა მობილობას. ახალი წესები ვიზების გაცემის პროცედურას დააჩქარებს, ეს დრო 10 დღეს არ გადააჭარბებს, ამასთანავე, 35 ევრომდე შემცირდება სავიზო მოსაკრებელი. ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების რიცხვი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის შემცირდება, მათ შორის, ახლო ნათესავების, ოფიციალური დელეგაციების წევრების, სტუდენტების, მასწავლებლების, ბიზნესმენებისა და მეცნიერებისთვის", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროპარლამენტის გადაწყვეტილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიიღო, რომელიც ექვს ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოს, უკრაინას, მოლდავეთს, Aაზერბაიჯანს, ბელარუსსა და სომხეთთან ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებაზეა ორიენტირებული.
http://www.bpn.ge/ekonomika/1342-somkheths...html?lang=ka-GE