დიანა ღურწკაია - ვამაყობ, რომ ვარ სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე
13:45 10-10-2013
დიანა ღურწკაია - ვამაყობ, რომ ვარ სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე მომღერალი დიანა ღურწკაია იქნება. როგორც ღურწკაია "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს , ძალიან ბედნიერია, რომ სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობს, როგორც ელჩი, დამსახურებული არტისტი და მომღერალი.
მისი თქმით, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და იმედოვნებს, რომ თავს კარგად გაართმევს.
ჟურნალისტის კითხვას, იცის თუ არა იმ აგრესიის შესახებ, რომელიც სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირის" ივან ნეჩაევის დასახელებას საქართველოში მოჰყვა, ღურწკაია პასუხობს, რომ მის შესახებ არაფერი სმენია.
"ნეჩაევზე ამ წუთამდე არაფერი მსმენია... იცით რას გეტყვით? - მე ვარ მეჩირაღდნე. როგორც მეჩირაღდნე, ჩემს საქმეს ვაკეთებ, იმას, რაც მე მეხება და აბსოლუტურად აზრზე არ ვარ, ვინ არიან სხვა მეჩირაღდნეები.. : ამას მავთულხლართებზეც არ სმენია ალბათ