პარლამენტი დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას მიიღებს და ამასთან დაკავშირებით შესაბამისს დადგენილებას დაამტკიცებს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უხელმძღვანელებს.
საუბარია კომისიაზე, რომლის შექმნის მიზანსა და ამოცანას კონსტიტუციის ფუნდამენტური გადახედვა და ძირეული ცვლილებები წარმოადგენს. ასეთი კომისიის ჩამოყალიბებაზე კოალიცია "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საუბრობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირინა იმერლიშვილმა განუმარტა, პარლამენტის დადგენილებაში სახელმწიფო საკონსტიტუციოს კომისიის კონკრეტული წევრები სახელ-გვარით მითითებული არ იქნება, მასში განსაზღვრული იქნება, ვის რამდენი წარმომადგენელი ეყოლება როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სამეცნიერო წრეებიდან.
ირინა იმერლიშვილმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას სავარაუდოდ, დავით უსუფაშვილი უხელმძღვანელებს. იგივე განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კიდევ ერთმა დეპუტატმა უმრავლესობიდან გიორგი კახიანმა.
კომისიის შექმნის საკითხის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გატანამდე, ჯერ კომიტეტი იმსჯელებს და შემდეგ კი, პარლამენტის ბიურო, რომელიც შესვენების დროს გაიმართება. დეტალები სწორედ იქ დაზუსტდება.
_________________________________________________________
ხოდა წესით 2014 წლის ბოლოს უნდა გვეშველოს რა. ახლა თუ არ იქნა მიღებული ნორმალური კონსტიტუცია კაი ხანი არ გვეშველება რა....
რეკორდსმენები ვართ მემგონი მსოფლიოში 20 წელიწადში ყველა სახის მმართველობის ფორმა გამოვცადეთ მონარქიის გარდა.
ეხლა ფიცის დადების მომენტიდან საპარლამენტო გადავდივართ ისევ და პრეზიდენტი ხდება უფუნქციო ფიგურა. ჩემი აზრით, ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა. არჩევა უნდა მოხდეს პარლამენტიდან რა, ყველა საპარლამენტო მოდელში ეგრეა მსოფლიოში.(ბულგარეთის გარდა)
კიდ ევფიქრობ რომ შესაცვლელია კონსტიტუციის გადასინჯვის წესი. იქ ნახსენები ზოგადი და ნაწილობრივი გადასინჯვა რა ცნებებია კაცმა არ იცის და სად გადის ზღვარი მათ შორის.
ესენი იყო ძირითადად რაც გამახსენდა. ხოდა იმას ვამბობ, რომ ხალხიც უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში რა. კიდე არ მოხდეს თავსმოხვეული კონსტიტუციის მიღება, რომელიც 1 პარტიის ტყავზე იქნება მორგებული.