საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2,5%-მდე შეუმცირა. 2013 წლის დასაწყიში სსფ - 6%-იან, ხოლო ივნისში 4%-იან ზრდას ვარაუდობდა.
"საქართველოში ეკონომიკური ზრდის შენელება განპირობებულია შემცირებული კერძო ინვესტიციებითა და კრედიტებით, ასევე საბიუჯეტო თანხების ეკონომიური ხარჯვით. ფინანსური სახსრების დაზოგვამ ფისკალური პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვია, ამიტომ მთავრობამ პრიორიტეტი პროდუქტიულ ხარჯვას უნდა მიანიჭოს, რათა მოთხოვნა წაახალისოს", - აღნიშნულია "2013 წლის ეკონომიკური პროგნოზში", რომელიც სსფ-მ დღეს გაავრცელა.
საერთაშორისო ექსპერტების აზრით, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება საქართველოში დეფლაციის წნეხს შეარბილებს, თუმცა, მთავარი რეკომენდაცია პოლიტიკური არასტაბილურობის მოგვარებაა, რათა ქვეყანამ ინვესტორების ნდობა დაიბრუნოს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა მომავალ წელს 5%-ს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი ჩადებულია 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტშიც.
სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო მშპ-სთან მიმართებაში წელს 5%-ით შემცირდება და - 6,5%-ს მიაღწევს.
უმუშევრობის დონე საქართველოში გასულ წელთან შედარებით 1,7%-ით გაიზრდება და 16,7%-ს მიაღწევს. მომავალი წლისთვის სსფ ამ მაჩვენებლის 17,3%-მდე ზრდას ვარაუდობს, რაც სომხეთის შემდეგ დსთ-ის სივრცეში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-sheumcira.htmlუმუშებრობამ კი 1,7%-ით მოიმატა 2013 წელსო
ბიძინა აშკარად "აყვავებს" ეკონომიკას
This post has been edited by DIDGORI-GEO on 10 Oct 2013, 16:58