დღეს 19:00 საათზე პირველი არხის ეთერში გადაცემაშ "ქართული ჯარი" თქვენ ნახავთ:

როდის შეძლებს გახდეს საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი და რამდენად იქნება შესაძლებელი გაწევრიანება ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად. მცოცავი ოკუპაციის კვალდაკვალ საქართვლოს პერსპექტივა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
ნახეთ გადაცემაში "ქართული ჯარი" 10 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პირველი არხის ეთერში.

21-ე საუკუნის ბერლინის კედლად წოდებული მავთულხლართები და შუაზე გაყოფილი ქართული სოფლები. როგორ აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები და ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები ოკუპანტის ქმედებას.
სპეციალური რეპორტაჟი მოვლენების ეპიცენტრიდან ნახეთ გადაცემაში "ქართული ჯარი" 10 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პირველი არხის ეთერში.

ომიდან დაბრუნებულების მეორე ფრონტი. პოსტ-ტრამვატული სტრესული აშლილობა - დაავადება თუ განკურნებადი ფსიქოლოგიური ჭრილობები.
ნახეთ გადაცემაში "ქართული ჯარი" 10 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პირველი არხის ეთერში.

ვეტერანები და ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახები - პრობლემა, რომელსაც 20 წელზე მეტია ქვეყანას ვერ აგვარებს. რატომ არ გვაქვს კალენდარში ვეტერანთა დღე და როგორ აფასებს ხალხი და საზოგადოება ომის გმირებს.
ნახეთ გადაცემაში "ქართული ჯარი" 3 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პირველი არხის ეთერში.