ვფიქრობ კომენტარი ზედმეტია. საკმაოდ სასიამოვნო ფაქტია და ვისურვებ მალე გამოჩნდეს სპონსორი (თუნდაც მთავრობამ აიღოს თავის თავზე, რატომაც არა?).
ქართველი კალათბურთელების, გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის კლუბი, ესპანური "სარაგოსა" მაისურზე, "საქართველოს" (Georgia) დაწერის სანაცვლოდ, საქართველოში სპონსორს ეძებს.
ესპანური საიტის - "ერალდოს" ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეთანხმებაზე მუშაობენ.
გამოცემა ირწმუნება, რომ ამ საკითხზე საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.
არაგონულმა კლუბმა ახლახან ორ ქართველ კალათბურთელთან, გიორგი შერმადინთან და ვიქტორ სანიკიძესთან გააფორმა ხელშეკრულება. ქართველები გუნდის ლიდერები და თანამედროვე "სარაგოსას" სახეები მალევე გახდნენ. აქედან გამომდინარე, კლუბში გადაწყდა, სპონსორიც მათი სამშობლოდან მოიძიონ.
ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, ევროთასის გათამაშების დროს "სარაგოსამ" მაისურზე "საქართველო" დაიწეროს, რაც ამ ქვეყანაში ტურიზმის რეკლამირებას შეუწყობს ხელს.
"ეს კარგი იქნება თავად "სარაგოსასთვისაც", რომელსაც ეკონომიკური სარგებელი ექნება გუნდში ორი ვარსკვლავის მიწვევისგან",-წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პრეცედენტია ესპანურ საფეხბურთო კლუბში, მადრიდის "ატლეტიკოში", სადაც ფეხბურთელებს მაისურზე "აზერბაიჯანი" აწერიათ.
კლუბის მაისურს ამჟამად წინა მხარეს სარაგოსა Deporte აწერია, უკან კი A, რაც არაგონის აღმნიშვნელია.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ors-edzebs.html