ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძის ხელით, რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა სურს. მისი თქმით, აღნიშნული პროცესი არჩევნების გაყალბების საბაბით 28 ოქტომბერს დაიწყება.
”ვილნიუსის სამიტის წინ, რუსეთმა უკვე გამოუცხადა სავაჭრო ომი უკრაინას და მოლდოვას და დაიყოლია სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს ჯერი, როგორც ჩანს, 28 ოქტომბერს დადგება, როდესაც არჩევნების მეორე დღეს, გაყალბების საბაბით, ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა, რაც დაახლოებით იქნება 26 მაისის სცენარის განმეორება. ამ მოვლენების გენერალური რეპეტიცია ნინო ბურჯანაძეს დაგეგმილი აქვს 24 ოქტომბერს", - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.
მერაბიშვილის თქმით, კრემლი არ კმაყოფილდება დიცსა და დვანში მავთულხლართების გავლებით და სურს, ბარიკადები ამჯერად უკვე რუსთაველის გამზირზე აღმართოს.
"რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ იცვლება - მას დაგეგმილი აქვს შიდა არეულობის მოწყობის გზით შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. მინდა მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში პოლიციელებს, არავის მისცენ ქვეყანაში არეულობის მოწყობის საშუალება", - აღნიშნავს მერაბიშვილი.
http://www.tabula.ge/ge/story/75673-merabi...s-motskoba-sursჩემის მხრიდან დავამატებ , სწორედ არჩევნებამდე 4 დღით ადრე აპირებს ბურჯანაძე სკანდალური ვიდეოების გამოქვეყნებას ელისო კილაძის ხელით!