აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, არჩევნებში 10 საპრეზიდენტო კანდიდატი მონაწილეობს , მათ შორის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენი ილჰამ ალიევი.
ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა და საღამოს 19.00 საათამდე იმუშავებს. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აზერბაიჯანის 5,141 მილიონ მოქალაქეს აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომლის კანდიდატურაც მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ "ენი აზერბაიჯანმა" წამოაყენა. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს 14 დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს. თუ არც ერთი კანდიდატი არ დააგროვებს ხმების 50%-ს, დაინიშნება მეორე ტური, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართება.
მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს 100 ქვეყნიდან ჩასული 1,3 ათასი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება.
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს აზერბაიჯანის ყველა მოქალაქეს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს, არ არის ნასამართლევი, არ აქვს ორმაგი მოქალაქეობა და ქვეყანაში 10 წელზე მეტხანს ცხოვრობდა.სოციოლოგიური გამოკითხვებისა და პოლიტოლოგთა წინასწარი შეფასებებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევია. მეორე ადგილს კი, სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტია "დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს" კანდიდადტი ჯამილ ჰასანლი დაიკავებს.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/25...reobs.html?ar=A
დემოკრატია ყვავის... : ))))
მაგარი კაცია ალიევი რა...
ხალხს როგორ ევასება თვალებში ნაცრის ყრა.
90% პროცენტი რომ აიღოს...
პ.ს. ეს თემა არ დახუროთ ან სხვა განყ-ში არ გადაამისამართოთ, თორე მოგამტვრევთ თითებს! (ც) ჟირინოვსკი.
This post has been edited by ცერცვა on 10 Oct 2013, 16:17