ირაკლი ღარიბაშვილი - ენგურის ხიდი გახდება არა აფხაზეთთან წყალგამყოფი, არამედ საერთო მომავლის გამაერთიანებელი
15:20 11-10-2013
ირაკლი ღარიბაშვილი - ენგურის ხიდი გახდება არა აფხაზეთთან წყალგამყოფი, არამედ საერთო მომავლის გამაერთიანებელი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ენგურის ხიდი გახდება არა აფხაზეთთან ჩვენი ერთიანობის წყალგამყოფი, არამედ საერთო მომავლის გამაერთიანებელი , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში განაცხადა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს ახალი საპატრულო მანქანები გადასცა.
"თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი პატივია ვემსახუროთ სამშობლოს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ეწეოდე ქვეყნის სამსახურს იმ რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ჩვენს დიდ ტკივილს და სევდას – აფხაზეთს. დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ასობით ათასმა აფხაზეთიდან დევნილმა ჩვენმა მოქალაქემ თავშესაფარი იპოვა სვანეთსა და სამეგრელოში. ვერანაირი მასპინძლობა ვერ გაანელებს იმ ტკივილს, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ დავბრუნდებით. აფხაზ და ოს ძმებთან აღვადგენთ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას, ნდობას და ენგურის ხიდი გახდება არა წყალგამყოფი ჩვენი ერთიანობისა, არამედ გამაერთიანებელოი ჩვენი საერთო მომავლისა. ამისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თითოეული თანამშრომლის მიერ გააზრება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სტრატეგიულ რეგიონში მშვიდობა და ადამიანის უფლებების დაცვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, სწორედ მშვიდობის და უსაფრთხოების უკეთ უზრუნველსაყოფად სამეგრელო-ზემო სვანეთში 30 %-ით ზრდიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობას.
"ვამატებთ ანაკლიის მიმართულებას, რითაც ვაფართოებთ პატრულირების არეალს და ვაუმჯობესებთ მომსახურებას. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო ეფექტურად დავიცვათ წესრიგი მთელს რეგიონში და მათ შორის კონფლიქტისპირა ზონებში", - აღნიშნა შს მინისტრმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში რეფორმირება და განახლება შეუქცევადი პროცესია და მათ ეს დაამტკიცეს.
"ჩვენ უარი ვთქვით პოლიზიტებულ მმართველობაზე ჩვენს სისტემაში, რითაც ქვეყანაში სიმშვიდე და თავისუფლება გავხადეთ რეალური და არა მოჩვენებითი. ჩვენ ღირსება დავუბრუნეთ თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს და თითოეული პოლიციელი დაუბრუნდა თავის ძირითად საქმიანობას – ემსახუროს ხალხს", - დასძინა ღარიბაშვილმა.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...thianebeli.htmlმართლა აღმოჩენა არის ეს კადრი ქართულ პოლიტიკაში

კრისტალსაც ბაზრობს და კრისტალ ცხოვრებასაც ეწევა
This post has been edited by vefxvi on 11 Oct 2013, 19:55