გამარჯობათ. ამ საკითხმა ძალიან დამაინტერესა, მაგრამ გამიჩინა რამოდენიმე კითხვა რისი ახსნაც სამწუხაროდ მე ვერ შევძელი.
პირველ რიგში მინდა ვისაუბრო ელექტრომაგნიტურ ველზე, რომელის არსებობს ორი სახის, მუდმივი ელექტრომაგნიტური ველი, რომელიც ახასიათებს მუდვივ დენს და ცვლადი ელექტრომაგნიტური ველი, რომელიც ახასიათებს ცვლად ელექტრული დენს.
ყველაზე საოცარი ისაა, რომ ელექტრომაგნიტური ველი არსებობს ვაკუუმშიც. ელექტრომაგნიტურ ინდუქციურობას ვაკუუმშიც აქვს ადგილი. ანუ მთავარი კითხვა ისაა, რომ თუ ისეთ სივრცეში სადაც არ არის მატერია, საიდან ხვდება ელექტრონი მის სიახლოვეს სხვა ელექტრონის არსებობას? როგორ ხდება მათ შორის ინფორმაციის გაცვლა, თუ რა მანძილით არიან დაშორებულები, რომ შემდგმომ განოზიდონ ერთმანეთი? ვაკუუმში ხომ მათ შორის მატერია არ არის. მაშინ როგორ ახდენს ერთი ელექტრონი მეორეზე რეაგირებას? ისინი ხომ ერთმანეთს არ "ეჯახებიან"!
სწორედ ამ კითხვისთვის პასუხის გასაცემად ბევრი ვიქექე გუგლში და გადავაწყდი ორ საინტერესო ინფორმაციას, რომელიც ასე თუ ისე პასუხს სცემს ჩემს კითხვას.
ახსნა იმისა, თუ როგორ ხდება ელექტრონებისა და პროტონების ურთიერთ და ერთმანეთს შორის ინფორმაციის გაცვლა, მივაგენი ვირტუალურ ფოტონებში (
http://www.youtube.com/watch?v=Rm6-J0YL9UE ). ვირტუალური ფოტონები არის ისეთი ნაწილაკები, რომლებსაც არ გააჩნიათ მასა და არსებობენ ძალიან მცირე დროის განმავლობაში. კვანტურ ფიზიკაში მიჩნეულია რომ არსებობს დროის და სივრცის, ის უმცირესი ნაწილი სადაც შესაძლოა მატერიამ იარსებოს, მასზე პატარა მანძილზე ან დროის განმვავლობაში, მატერიას არსებობა არ შეუძლია. ამ ვირტუალურ ფოტონებს კი არ აქვთ მასა, და არსებობენ ამ უმოკლეს დროზე ნაკებ დროში, ანუ მათი აღწერა შეუძლებელია, ისინი რეალურად არ არსებობენ აწყმოში, ვირტუალური ფოტონები არსებობენ დროისა და სივრცის მიღმა, მაგრამ რეალურად დიდ რეაგირებას ახდენენ აწმყოზე.
რაც ელექტრომაგნიტურ ინდუქციურობის მოვლენას შეეხება, აქ ადგილი აქვს აინშტაინის სპეციალურ ფარდობითობის თეორიასთან. რეალობაში სპილენძის სადენში ელექტრონებისა და პროტონების რიცხვი თანაბარია, მაგრამ ამ სპეციაულური ფარდობითი თეორიის გამო გარკვეულ ფართობზე ელექტრული დენის გატარების მერე იარსებებს უფრო მეტი ელექტრონი ვიდრე პროტონი (
http://www.youtube.com/watch?v=1TKSfAkWWN0 ).
შესაძლოა მე გაურკვევლად ვხსნი ბევრ რამეს მაგრამ ვიდეოების ნახვის მერე წესით გასაგები უნდა იყოს რაზე ვსაუბრობ. უბრალოდ მთავარი კითხვა ისაა, თუ როგორ დავუკავშირო ეს ყველაფერი ერთმანეთს. რომელი ფიზიკური მოვლენა განაპირობებს უფრო მეტად ელექტრომაგნიტიზმს? ვირტუალური ფოტონები თუ აინშტაინის სპეციალური ფარდობითობის თეორია?
This post has been edited by BOMB on 11 Oct 2013, 23:30