s0uLhttp://lib.ge/book.php?author=264&book=7360 * * *
… და ვიცი მე, საიდან მოვედი,
რომელი ქვეყნის ცხელი მზე მწვავდა.
მე დიდი მყავდა წინამორბედი,
წინამორბედი მაცხოვარს ჰგავდა.
და რომ ვერ ვმღერი, როგორც მე მინდა,
თანამედროვეთ კი არ ვედრები -
მე ძველი მახსოვს აღთქმები წმიდა
და დავიწყებულ ღმერთს ვევედრები.
ვარსკვლავთ ჟონგლერის, პოეტის, მაგის
ვიგონებ ქებას, მაღალს, შორეულს
და რესტორანში გამოღვიძებულს
მეძავი მაბნევს გამხმარ ნარგიზს.
ჰკივის ორკესტრი ხმაჩახლეჩილი,
ზარხოში ზანგი ბარბაცებს, ცეკვავს,
მეც შერცხვენილი, ჩამოგლეჯილი
მოვდივარ, როცა მსახური რეკავს.
…და ბალაგანის მოვკვდები მეფედ, -
რაღაც მეფური იყო ჩემს სულში;
დაგვაინებულ ხმად შემიერთეთ
თავენ, ვინც მღეროდით მზეზე წარსყლში!
1917 წ. თებერვალი, მოსკოვი