bin_jafar
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5104
წევრი No.: 65376
რეგისტრ.: 23-June 08
|
#38350600 · 12 Oct 2013, 04:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სახალხო დამცველის სოზარ სუბარის 2005 წლის მეორე ნახევრის საპარლამენტო ანგარიში ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე!!! ------------------------------------------------------------------------------------
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ, 2005 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, რეალურად დაიწყო ბრძოლა ციხეებში არსებული განუკითხაობის წინააღმდეგ, ყოველთვის დაჟინებით მოვითხოვდით რასაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსაგან.
მოკლედ გავიმეორებთ იმ პრობლემებს და შეფასებებს, რაც საკმაოდ ფართოდ ავსახეთ 2004 წლის ანგარიშში და რაც უცვლელად გრძელდებოდა 2005 წლის დეკემბრის ბოლომდე. კერძოდ, ეს იყო სამი ძირითადი პრობლემა - ტოტალური კორუფცია, ნარკოტიკების შეუზღუდავი და აბსოლუტურად კონტროლირებადი გასაღება - ერთდროულად ადმინისტრაციისა და კრიმინალების მხრიდან და მესამე - კანონიერი ქურდების სრული კონტროლი ციხეში მიმდინარე პროცესებზე და მეტიც, გარეთ მიმდინარე მოვლენების კონტროლი ციხიდან.
კანონიერი ქურდები ტოტალურად აკონტროლებდნენ ციხეში მიმდინარე მოვლენებს, ისინი არა მხოლოდ განსხვავებულ - მდიდრულად მოწყობილ საკნებში ცხოვრობდნენ, რომელთა კარი არასდროს იკეტებოდა - ეს იყო ციხის „ოქროს წესი“, არამედ ციხის შიგნით „მართლმსაჯულებას“ აღასრულებდნენ - ნებისმიერი პატიმარი ვალდებული იყო ყოველთვიურად გაეღო ხარკი ე.წ.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ, 2005 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, რეალურად დაიწყო ბრძოლა ციხეებში არსებული განუკითხაობის წინააღმდეგ, ყოველთვის დაჟინებით მოვითხოვდით რასაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსაგან.
მოკლედ გავიმეორებთ იმ პრობლემებს და შეფასებებს, რაც საკმაოდ ფართოდ ავსახეთ 2004 წლის ანგარიშში და რაც უცვლელად გრძელდებოდა 2005 წლის დეკემბრის ბოლომდე. კერძოდ, ეს იყო სამი ძირითადი პრობლემა - ტოტალური კორუფცია, ნარკოტიკების შეუზღუდავი და აბსოლუტურად კონტროლირებადი გასაღება - ერთდროულად ადმინისტრაციისა და კრიმინალების მხრიდან და მესამე - კანონიერი ქურდების სრული კონტროლი ციხეში მიმდინარე პროცესებზე და მეტიც, გარეთ მიმდინარე მოვლენების კონტროლი ციხიდან.
კანონიერი ქურდები ტოტალურად აკონტროლებდნენ ციხეში მიმდინარე მოვლენებს, ისინი არა მხოლოდ განსხვავებულ - მდიდრულად მოწყობილ საკნებში ცხოვრობდნენ, რომელთა კარი არასდროს იკეტებოდა - ეს იყო ციხის „ოქროს წესი“, არამედ ციხის შიგნით „მართლმსაჯულებას“ აღასრულებდნენ - ნებისმიერი პატიმარი ვალდებული იყო ყოველთვიურად გაეღო ხარკი ე.წ.„საერთოსთვის“ („ობშიაკი“), ხოლო ვინც არ გადაიხდიდა, სასტიკად ისჯებოდა. იყო შემთხვევები, როცა გარკვეული ქმედებისთვის, რაც ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წესების დარღვევად მიიჩნევა, „დამრღვევები“ სასტიკად, ზოგჯერ სიკვდილითაც კი ისჯებოდნენ, თუმცა ამის დამტკიცება ვერ ხერხდებოდა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაცია, როგორც წესი, საგულდაგულოდ შლიდა დანაშაულის კვალს და გამოძიება უძლური იყო, რაიმე დაედგინა. მაგალითად, ასეთი ეჭვები არსებობს მსჯავრდებულ ზ.ცინციბაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ზ.ცინციბაძე ხონის #9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იპოვეს ჩამოხრჩობილი 2005 წლის 30 სექტემბერს. ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა, თუმცა საქმეში არსებობს საეჭვო დეტალები, ხოლო გარდაცვლილის ახლობლები დარწმუნებულნი არიან, რომ ზ.ცინციბაძე სწორედ კანონიერი ქურდების დაკვეთით არის მოკლული.
2005 წლის დეკემბრის ბოლოდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ვითარება მკვეთრად შეიცვალა. დაიწყო რეალური და ძალიან მკაცრი ბრძოლა კორუფციასთან და სასჯელაღსრულების სისტემაში ნარკოტიკების გავრცელებასთან, ჯერ ე.წ. კანონიერი ქურდები, შემდეგ კი მათთან ყველაზე ახლოს მდგომი პირები, ე.წ. „მაყურებლები“ მოაშორეს სხვა პატიმრებს და ცალკე, #7 საპყრობილეში მოათავსეს. ისინი ისეთსავე რეჟიმსა იმყოფებიან, როგორშიც სხვა პატიმრები. ამ პროცესს გააფთრებული წინააღმდეგობა მოჰყვა კრიმინალური სამყაროს მხრიდან. მაგალითად, 2005 წლის ბოლოს და 2006 წლის დასაწყისში სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში გამოცხადდა მასობრივი შიმშილობა, რომელშიც ათასობით პატიმარი მონაწილეობდა. თბილისის მე-5 საპყრობილეში, არაერთმა პატიმარმა, პირად საუბარში განმიცხადა, რომ მათ შიმშილობის არავითარი სურვილი არა აქვთ, მეტიც, ზოგიერთი მათგანის თქმით, ისინი ავად იყვნენ და მათი შიმშილობა, უბრალოდ არ შეიძლებოდა, მაგრამ იძულებულნი იყვნენ ეშიმშილათ სხვებთან ერთად, რადგან თითქმის ყველა საკანში ჯერ კიდევ იყო „მაყურებლი“ და მათ ნებას წინ ვერ აღუდგებოდნენ. რამდენიმე ათასი პატიმრისთვის ამგვარი იძულებითი შიმშილობა თითქმით ორ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა. წინააღმდეგობის ამ აქციას, სხვადასხვა კამპანიებით, საკმაოდ ორგანიზებულად უჭერდნენ მხარს ციხის გარედან, რაც ასევე კარგად შუქდებოდა მედიაში.
შიმშილობის შეწყვეტაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ჯერ ერთი, პატიმრები დარწმუნდნენ, რომ ადმინისტრაცია დათმობაზე არ წავიდოდა და არ შესრულდებოდა, თუნდაც ისეთი, ვითომ უწყინარი შეთავაზებაც კი, როგორიც იყო მე-5 საპყრობილეში თუნდაც ერთი ქურდის დაბრუნება, რის შემდეგაც ყველაფერი კალაპოტში ჩადგებოდა, ყოველგვარი აქციები შეწყდებოდა და ციხეებში დიდი ხნით სრული სიმშვიდე დაისადგურებდა.
...სანამ კონკრეტულ ფაქტებზე გადავალთ, კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი: იმ სურათის შექმნა, რომ დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელობა არღვევს ადამიანის უფლებებს, სცემს და აწამებს პატიმრებს, ლახავს მათ ღირსებას, არის შემადგენელი ნაწილი იმ სტრატეგიისა, რომელიც ქურდულმა სამყარომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ძველი გავლენის შესანარჩუნებლად აირჩია. ამ სტრატეგიის არსებობაში არაერთხელ დავრწმუნდით კონკრეტული ფაქტების გადამოწმებისას. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. მიმდინარე წლის 29 იანვარს პატიმრების ამბოხება მოხდა რუსთავის #1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაში. მედიაში დღემდე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ამბოხების მიზეზი დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ქცევა იყო. კერძოდ, თითქოს უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია თანმხლებ პირებთან ერთად ღამით, მთვრალი შევიდა დაწესებულების ტერიტორიაზე, გააღვიძა პატიმრები, სცემდა და შეურაცხყოფას აყენებდა მათ. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე პირადად ჩავედი რუსთავში და ვესაუბრე ამ დაწესებულებაში მყოფ არაერთ პატიმარს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ინფორმაციას სინამდვილესთან არაფერი აქვს საერთო.
|