#38351845 · 12 Oct 2013, 12:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პარლამენტი დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას მიიღებს და ამასთან დაკავშირებით შესაბამისს დადგენილებას დაამტკიცებს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უხელმძღვანელებს. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ახალ კონსტიტუციას (ძირითად კანონს ) საჯარო განხილვა თან ახლავს.
შემომაქვს წინადადება. პირველებმა ჩვენ ვიმჟელოთ. როგორი უნდა იყოს ახალი კონსტიტუცია.
ნება მიბოძეთ ჩემი ძირითადი მოსაზრებები დავაფიქსირო.
საქართველოს ძირითადი კანონი საქართველოს აღიარებს დემოკრატიულ, რესპუბლიკურ, სოციალურ, ფედერაციულ და სამართლიანობაზე დამყარებულ სახელმწიფოდ. მისი ტერიტორიული მთლიანობა ურღვევია, აღიარებულია და დაფუძნებულია 1992 წ 31 მარტში გაეროს მიერ 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ საზღვრებში. საქართველო არის მისი ისტორიული მხარეების ერთიანობა. როგორებიცაა (აფხაზეთი, ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი, აჭარა, გურია, ქ. თბილისი). საქართველოში სახელმწიფო ენაა ქართული და აფხაზური. საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ქართველურ (მეგრულ–ლაზურ, სვანურ ) ენებს. საქართველოს პარლამენტი არის ორ პალატიანი. ქვედა პალატა აირჩევა პირდაპირი წესით ზედა პალატა სენატი შედგება ყველა მხარის დეპუტატთა თანაბარი გარანტირებული ოდენობიდან. კანონი შედის ძალასი ორივე პალატის დამტკიცების შენდეგ. ცენტრარული მთავრობის პრეროგატივაა: საგარეო პოლიტიკა, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიცია, საგარეო ვაჭრობა , საგარეო პოლიტიკა, რკნიგზა და სახელმწიფო დანიჩნულების გზები, საბაჟო, და ფისკალური პოლიტიკა. საგანმანათებლო პოლიტიკა. სასამართლო. ––– მე მგონია ასე უკეთესი იქნება. თუ სხვანარად მიგაჩნია დაასაბუთედ. რატომ. ვიმჟელოთ, გინებისა გარეშე, ვის როგორი მოწყობა უფრო მოსწონს. ეს არის დისკუსია. ამისთვის არის ფორუმი. უკანონოს არაფერს პოსტავ. მონარქისტების, სოციალისტების , ანახისტების და სხვა მოსაზრებეს სიამოვნებით მოვისმენ.
|