საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის კახეთში კულტურული ტური მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა თელავის რაიონის სოფელ კისისხევში მდებარე შუხმანის ქარხანა დაათვალიერეს. ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია დაესწრნენ. დიპლომატებმა თავის ხელით ამოავლეს ჩურჩხელა და თონეში პური ჩააკრეს. სტუმრებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „რთველი 2013-ის“ პრეზენტაციაც გამართა და დიპლომატებს ჩატარებული რთველის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
კახეთში ტურის ფარგლებში, სტუმრები თელავის საერთაშორისო ფესტივალის გალა კონცერტსაც დაესწრნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, მსგავის ღონისძიება დიპლომატებისთვის წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოაწყოს.
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=28734