იასირ არაფატის სიკვდილის მიზეზი დაადგინეს
პალესტინის ყოფილი ლიდერის იასირ არაფათის, სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დამდგენმა საერთაშორისო კომისიამ მუშაობა დაასრულა.
ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ იგი გარდაიცვალა პოლონიუმით (პოლონიუმი — რბილი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის რადიოაქტიური ლითონია ლათ. Polonium.) მოწამვლის შედეგად.
ექსპერტიზის შედეგები პალესტინის ლიდერის ქვრივს სუჰა არაფატს გადაეცა, იგი თვითონ გადაწყვეტს როგორ მოიქცეს, გამოაქვეყნოს თუ არა ექსპერტიზის მონაცემები.
პალესტინის ყოფილი ლიდერი იასირ არაფატი გარდაიცვალა 2004 წელს პარიზში 74 წლის ასაკში. მის სიკვდილს წინ უძღოდა ხანმოკლე ავადმყოფობა, რომლის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდებოდა.
http://info9.ge/?l=G&m=108&id=22321