პროექტი „პრეზიდენტის არჩევნების პორტალი”„პრეზიდენტის არჩევნების პორტალი” იმართება „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის” მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას და ინფორმირებას საქართველოში გასამართი 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
პორტალის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
http://elections.ioce.ge/პორტალის გამოყენებით მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა შეიტყონ სრული ინფორმაცია რეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატების, მათი ბიოგრაფიების და საარჩევნო პროგრამების შესახებ. ასევე, პორტალის საშუალებით ისინი გაეცნობიან მათთვის სასურველ სასარგებლო ინფორმაციას.
მოქალაქეებს შეეძლებათ გამოთქვან მოსაზრებები და შეაფასონ საპრეზიდენტო კანდიდატები და მათი საარჩევნო პროგრამები. ასევე, ონლაინ გამოკითხვის გზით მხარი დაუჭირონ მათთვის სასურველ კანდიდატს.
პროექტის ფარგლებში გამოყენებულია „სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტის, „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” და „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის” რესურსი.
პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის ოქტომბერი – დეკემბერი.

------------------------------
P.S. თუ თემა არასწრორ განყოფილებაშია გახსნილი, მოდერატორს ვთხოვთ გადაიტანოს შესაბამის კატეგორიაში.
დიდი მადლობა დაინტერესებისთვის.