Hahnneმომიტევეთ, მაგრამ თუ თქვენ ათეისტი ბრძანდებით, აზრი არ აქვს გააგრძელოთ კითხვა და თუ თეისტი ბრძანდებით დოგმატიკაში, შესაძლოა ბევრი რამ არ იყოს მისაღები თქვენთვის

საკმაოდ ფართომოცემულობითი საკითხია ეს და ერთ კომენტარში (თუნდაც ერთ თემაში) ძალიან გამიჭირდება ყველაფრის გაშლა... რადგან შეძლებისდაგვარად უნდა გაირკვეს:
1. ქრისტეს ანტიპოდისა და სუროგატის (სხვადასხვანი არიან ესენი. მინიშნება: სამი ჯვარცმა გოლგოთაზე) განმასხვავებელი ნიშან-თვისებები და მათ იმპულსთა მოქმედება მატერიასა და არამატერიის სხვადასხვა იერარქიული საფეხურების გამჭოლ.
2. პირველი პუნქტის გათვალისწინებითა და მისგან გამომდინარე იერარქიულ საფეხურთა ქმედებები მე-10 იერარქიასთან ანუ ადამიანთან მიმართებაში.
3. ორივე პუნქტის გათვალისწინებითა და მათგან გამომდინარე მატერიაში უკვე გამოვლენილი, სხვადასხვა დარგის შედეგები (მეცნიერება, ხელოვნება, რელიგია), შესაბამისად ამ შედეგებით მანიპულირებულთა და შედეგების საშუალებით ოპერატორთა ვინაობა (ცხადია არა სახელითა და გვარით, არამედ განმასხვავებელი ნიშან-თვისებებით).
ურთიერთკავშირების ერთ მინიშნებას მოგცემთ კიდევ:
Solaris როგორც სამეცნიერო-ფანტასტიკა (ანუ მეცნიერება, მე-3 პუნქტი ზემოთ) - მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკა ადამის შესახებ (ხელოვნება) - ფორმის სული (რელიგია).
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
განმარტება:
Sol - ლათინურად არის მზე, ხოლო Aris კი - სამსხვერპლო (Aris ასევე ძალიან ჰგავს ძვ. ბერძნულ ღმერთ არესს - ომის ღმერთს). სამხვერპლოზე კი ვის სწირავენ? - მსხვერპლს, მოცემულ შემთხვევაში - ადამიანს და კერძოდ კი მის ერთ-ერთ წევრს - სამშვინველს.
ფილმში პლანეტა სოლარისი - ესაა შავი მზე, იგივე დაცემულ მისტერიათა მზე, ე.წ მასონთა მზე.
მზე, რომელიც კი არ გამოყოფს ენერგიას, არამედ შთათქავს მას. ფალსიფიცირებული ნათება - იგივე სინათლის სუროგატი, ანუ ლუციფერი.
ამავდროულად ფილმში არსებული პერსონაჟები (არ ვკონკრეტდები ოღონდ) წარმოადგენენ უკვე არსებულიდან შექმნილებს და არა შემოქმედებას არსიდან - ესაა იგივე ქმნილების ანტიპოდი შესაბამისად შემოქმედის ანტიპოდი, ანუ სატანა.
მიქელანჯელოს ფრესკაში დახატული ე.წ მამა ღმერთი და მის გარშემო მყოფი ე.წ ანგელოსები - მთლიანად ეგ ფორმა სიმბოლურად წარმოადგენს ადამიანის ტვინს, თუმცა ყურადსაღებია ე.წ მამა ღმერთის მარჯვენა ხელი, რაც ოკულტიზმში ნიშნავს ქმედებას მატერიაში, ანუ სულიერი საწყისების მატერიალიზაციას.
ადამის მარცხენა ხელი - ოკულტურად ქმედება სულიერ სფეროში, ანუ მატერიის განსულიერება. სულისა და მატერიის გამაწონასწორებელი კი - სამშვინველია - სივრცე თითებს შორის.
თუმცა აქ არის ერთი "მაგრამ":
მთლიანად ეგ ფორმა არათუ მხოლოდ ადამიანის ტვინის სიმბოლოა, არამედ ასევე მედუზა-გორგონას ანალოგიაა. მედუზა გორგონას ერთ-ერთი ასპექტია ადამიანის გატექნოკრატიულობა (თანამედროვე ენაზე, ხოლო მითოლოგიაში კი გაქვავება), აზროვნებითი სკელეტიზაცია.
მისი ენერგეტიკა ასევე ვლინდება თვითონ ტაძართმშენებლობაში და ზოგადად არქიტექტურაში. თქვენ წარმოიდგინეთ არათუ მხოლოდ დასავლურ ტაძართმშენებლობაში არამედ აღმოსავლურ არქიტექტურაშიც კი.
რელიგიაში დღესაც მიმდინარეობს მსხვერპლთშეწირვა (ცხოველებისა და ფრინველების ფიზიკური სხეული და ადამიანის სამშვინველის, ასევე "მეობის").
შესაბამისად შეკითხვა სამ ნაწილად:
ვის მიმართ ხდება თაყვანისცემა რელიგიაში და ვის მიერ?
ვიზე მიანიშნებს მიქელანჯელო ადამის სახით და ვის გულისხმობს ის მამაში?
რის გარკვევას ცდილობენ ფილმში გმირები და ვინ არიან თვითონ?
და ბოლოს:
რას უნდა ემსახურებოდეს სისტემაში სისტემის შექმნა (Оpus Dei) და რა ინტერესი დევს ასეთ ქმედებაში? (აქვე კიდევ ერთი მინიშნება: ფილმი Matrix - მატრიცა მატრიცაში, ანუ მატრიცა zion-ში)
პ.ს
ამ საკითხის უფრო დეტალურად და ფართოდ მიმოხილვის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მხოლოდ PM-ით, რადგანაც გარკვეულ საკითხებზე აქ არ ვსაუბრობ.
This post has been edited by passko on 18 Nov 2013, 00:13