http://newposts.ge/?l=G&id=21760ვოლგოგრადში სამგზავრო ავტობუსის სალონში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერაქტი მოაწყვეს, - ამის შესახებ რუსული და უცხოური მედია იტყობინება.
თავდაპირველი ვერსია, გაზის ბალონის აფეთქების შესახებ გამოირიცხა. აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც, მათი რიცხვი ოცს აჭარბებს.
ტერაქტი მაშინ მოხდა, როცა ავტობუსი ერთერთ გაჩერებასთან იდგა. აფეთქების შემდეგ ვოლგოგრადში პოლიციის დანაყოფები საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი. ამ დროისთვის ქალაქში გაძლიერებული პატრულირება მიმდინარეობს.