რამდენიმე განცხადება გაკეთდა, რომ ტაო კლარჯეთიც ჩვენია, საინგილოც ჩვენია, სოჭიც ჩვენია და ა.შ. და თუ სამაჩაბლოს და აფხაზეთს დაკარგვას ვაპროტესტებთ სხვაზე რატომ ვდუმვართო. ამასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო მათთვის ვინც არ იცის ან ვერ უფიქრდება მდგომარეობის არსს და ისე, უბრალოთ ფრაზებით საუბრობს..
გაეროს აქვს დადგენილი საზღვრები, რომელშიც სამწუხაროდ ზემოთაღნიშნული ტერიტორიები არ შედის ჩვენი ქვეყნის საზღვრებში, აქედან გამომდინარე არც აქვს ამის ძახილს აზრი, ან თუ ვიძახებთ მხოლოდ გულის მოფხანის დონეზე..ამ ლოგიკით მთელ მსოფლიოს შეცვლილი აქვს პირვანდელი საზღვრები (მაგ.ბერძნები ხომ ვერ მოითხოვენ სტამბოლს(კოსტანტინოპოლს) თურქებისგან ? ან გერმანელები კალინინგრადს (კიონინსბერგი) რუსებისგან და სტრასბურგს ფრანგებიდან ? და ა.შ.).
ამავე დროს გაეროს საზღვრებში დღეის მდგომარეობით კვლავ შედის აფხაზეთი და სამაჩაბლო და სანამ ეს ასეა დაბრუნების შესაძლებლობაც არსებობს, სწორედ ამიტომ აქცენტი კეთდება და უნდა გაკეთდეს აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე და არა სხვა ტერიტორიებზე (რაც დღეის მდგომარეობით უშედეგო იქნება), მით უმეტეს ამ ტერიტორიების დაკარგვის პროცესი მიმდინარეობს ჩვენს რეალობაში რაც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან დაიწო და დღემდე გრძელდება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ არ უნდა აურიოთ პროცესები და არც რეალობა უნდა დავკარგოთ, პროტესტი კი ყველგან და ყოველთვის საჭიროა სანამ ცოცხლები ვართ, ერი მაშინ კვდება პროტესტის გრძნობას რომ კარგავს....
იმედია გასაგებად დავწერე და კარგად ავხსენი მდგომარეობა და გარემოებები